ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2021


მეშინია

მეშინია იმ დღის როცა ჩემს შვილებს ისევ ვნახავ
მეშინია იმ დღის როცა ჩემს ქმარს თვალებში ჩავხედავ
მეშინია იმ დღის როცა ჩემს მშობლებს ისევ ჩავიკრავ
მეშინია იმ დღის როცა მე უკან წასვლას გავბედავ.
ეს ყოფა და საშინელი ერთფეროვნება
სულს მიხუთავს და გასაქანს არ მაძლევს
რკინის მკლავები ჩაუვლია ჩემთვის ძლიერად
და დღითიდღე თავის ბინძურ ჟანგს მახვევს.
შეგუების სასტიკი უნარით მე გამომარჩევს
მაჩვევს და სხვა გზას არ მიტოვს ცხოვრება,
სამი წელია ამ ჰაერით მიწევს მე სუნთქვა
ჟანგბადივით გადაქცეულა მონატრებით სულის შეხუთვა.
ასე ურცხვად და ასე ურითმოდ ვეცადე მეთქვა,
ამომეთქვა და გადმომეცა ჩემი გრძობები
ამ დროებამ, ამ რეალობამ საკუთარი ნებით გვაქცია
ფაქტია გავხდით ემიგრანტები სულ სხვა ზომბები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები