ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 თებერვალი, 2021


თეიმურაზ წიკლაურის შესახებ

საქართველომ არაერთი მამულიშვილი აღზარდა, მათ შორის თეიმურაზ წიკლაური.

თემურ წიკლაურის მიერ შესრულებულ სიმღერებს ბავშვობიდან ვეზიარე. ყველა სიმღერას ემოციურად ასრულებდა. ძალიან ემოციურად და სევდიანად ასრულებდა მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილ სიმღერას „იყიდება საქართველო“.

„სიამოვნებით ამოვიღებდი ამ სიმღერას ჩემი რეპერტუარიდან!“ - განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში.

თემურ წიკლაური გაბრწყინებული საქართველოს ნახვაზე ოცნებობდა. 1980-იან წლებში, როცა საქართველოში მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით ეროვნულ - განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი გარიჟრაჟი დაიწყო (სხვათაშორის გარეჯიდან), ანსამბლი „ივერია“ ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილ კონცერტებს პერმანენტულად მართავდა და ამით მხარს უჭერდა ეროვნულ მოძრაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასამკვიდრებლად.

თეიმურაზ წიკლაური ივერიის არწივი იყო, - ქართული პოეზიის არწივის - ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე გაზრდილი! სიმბოლურია, რომ ქართველმა ხალხმა მას ქართული ესტრადის არწივი უწოდა! როგორც ქართული პოეზიის არწივის შემოქმედება დარჩება საქართველოს ისტორიაში, ისე დარჩება ივერიის არწივის შემოქმედება ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში!

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ფრთა დაკეცა ივერიის არწივმა

ფრთა დაკეცა ივერიის არწივმა,
როგორც ვაჟამ, დაგვიტოვა ეპოქა!
ხელოვნებას საამაყო ნაწილად
თეიმურაზ წიკლაურიც ეყოფა!

ფრთა დაკეცა ივერიის არწივმა,
მაგრამ დღემდე ვაჟასავით დიდია!
ხელოვნებას განუყოფელ ნაწილად
შემორჩება, ვით პოემას - მინდია!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები