ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 თებერვალი, 2021


მერამდენედ...

შენს ფოტოებს რუტინულად ყოველ ღამე ვათვალიერებ ძილისწინ.ისე ყურადღებით,თითქოს ვამოწმებდე ხომ არ შეცოტავდი.ალბათ ახლაც ასე შენ ფოტოებს ვწერ(შენ ხომ დიდიხანია უარი თქვი ჩემ მოსმენაზე,მითუმეტეს რა უნდა დავწერო რომ შენი ნაბიჯები შეანელოს) შენ ფოტოებს ველაპარაკები,და შენ ფოტოებს გავუმხელ იმასაც გუშინ რომ დამესიზმრე.უკვე დავანებე დათვალს თავი,მერამდენე ღამეს ვატარებ შენზე სიზმრებში,მაგრამ გუშინ მთელი ღამე,დილამდე ჩემთან იყავი და ასეთ დილებს ვერ ვიტან,როცა შენთან განშორების ტკივილს გამოღვიძება მიბრუნებს.ხოდა იმას ვამბობდი რომ დამესიზმრე.მთელი შენი სიმსუბუქით და სიმძლავრით,მთელი ემოციით და იმ ბზარებით ჩვენს შორის,რომელსაც  ვერ მოვუხერხე ვერაფერი  ცხადში,მაგრამ ამ სიზმარში თითქოს ყველაფერი ერთიანად ჩემ თვალწინ  იშლებოდა და ხელის გაწვდენაზე კი არა,მხართან მყავდი,მარცხნივ,იქ სადაც შენი ადგილი ცარიელი დამიტოვე და მზის გულზე მდგომიც ყოველთვის სუსხს  ვგრძნობ,ვერაფრით გავითბე უშენობა.დამესიზმრე იმ ღიმილით,არასდროს რომ არ მაკლებდი,მაგრამ სულ უფრო მეტს გთხოვდი,ღიმილი ხომ შენი სუპერგმირული ძალაა,შენი გულის სარკე,შენი ემოციების სკივრი,რომლის სითბოც  კანის გავლით სისხლში ახწევს და სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი,სულ გრძნობ მთელ სხეულში და რომ ვერ იტყვი ისეთ სასიამოვნო ღელვას გიტოვებს.

მთელი დღეა ვეძებ ერთ ნიშანს მაინც,რომ სხვების მსგავსად სიზმრები მეც მიხდება,მაგრამ ამაშიც უნიჭო გამოვდექი,ვერანაირი ნიშანი ვერ დავინახე.ფროიდი კიდევ არ იყო ისეთი იღბლიანი კაცი რომ შენ დასიზმრებოდი და რამე ახსნა დაეწერა,რომ მცოდნოდა რას ნიშნავს შენი გამოხედვა,მთელ ძილს რომ მიყვება მოწყვეტილი ვარსკვლავებით სავსე თვალებით.

გუშინ დამესიზმრე,ყელში გაჩხერილი  მონატრება და სიტყვა მიყვარხარ,რომლის თქმაც დილის დროულმა და ჩემს ოთახში უდროოდ შემოსულმა მზის შუქმა არ დამაცადა,ჭიქა წყლით გულამდე ჩავიტანე,გულამდე სადაც უშენობით  მარტო დარჩენილი სიტყვები და გრძნობები ერთმანეთში ირევიან და ყველაფერს კაწრავენ რასაც მისწვდებია... მსჯიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები