ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2021


ოთარ ჭილაძეს


მას გადამფრენმა ჩიტებმა უთხრეს,
კალამი ფრთის რომ შველოდა ქავილს.
*
და უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს
რიტორიკაში ეპოვათ თავი
ურჩევდა მუდამ დაუზარებლად,
არ ხმაურობდა მისი ქუსლები
ხოლო განგებას რას უმზადებდა
განგებისთვისაც იყო უცნობი.
სძულდა, ძილისწინ დახურვა კარის,
რკინა - ქცეული თოფის ლულებად,
და აღმოსავლურ უღრუბლო ქარებს,
სულ უძებნიდა დანიშნულებას.
ძაღლი კი ეზოს შიგნიდან ყეფდა
არც დარდი ჰქონდა ქვეყნის, არც ვალი,
და გაცილებით მეტს გვაუწყებდა
ეს დალოცვილი სამი მარცვალი.
არ ვარდებოდა ვარდი სილაზე,
ცოცხლობდა როგორც ლექსის მოტივი,
და იზრდებოდა გვარი - ჭილაძე,
ნედლი ან უფრო ჩვილი ტოტივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები