ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2021


არ გინდოდა?

რა ჰალში არ შიმიყვაი და
რა არ გადამახდენინე!
ერთი ლუკმა შამაჭამე,
ორის ამომაყრევინე!
ვერ გაძეხი,არ გეშველა,
-მომე! მომე! მეიტაი, ჩქარა!
ჯიბეზე არ შემარჩინე,
დუსტის საყიდელი ფარა...
გასივდი და დეემსგავსე,
რკოით გასუქებულ გოჭებს,
ახლა ვნახავ,სად მომწვდები,
თვალის ყლეპვით დიმიჭოჭებ!
მომთხოვ იმას,რასაც ქვეყნად,
არავინ არ მომაშავებს!
ეგდე მასე,-ყრუმუცელაი,
შენ გგონია,- ჩევცვამ შავებს?
ვოი,რა ტყვილაი,შეგაბერდი,
ქვეიდან ზეითკენ ვთოხნე ყანა?
იმის ცდაში,-ჭკვაზე მუა,
ჯეელობა გემეპარა!
ვერც ნახვეწნით მიგახდინე,
სიტყვაც ვერსად შეგაწიე...
საპენსიო არ ვიყავ და
სასიკდილოს დამაწიე...
მომსპე და გამანადგურე,
დავრჩი ხმელი ყავრის ჩოტი!
უძილობით ფეხებს მუა,
ჩემთან- გაღმა ტყეში ჭოტი!
ხმელბუკაიო!-ჩემზე გითქვამს!
ბლარცაია და ნოხსანიო?!
მაგის ხელში ვერ ვახარე,
ჩლიქიანი,ფრთოსანიო!...
ეივახ! რაზე ვიჭიპროდი,
ვირს რომ ვაჭედებდი ნალებს...
მაინც რამე ვერ დაანახვე!
ზორით გადაშტიმულ თვალებს!
კარგად იყავ,მე წეველ და
ამას იქით ჩემი ვიცი!
ალეღი და უნაგირი,
ჰაცხა დვია,შენც ხომ იცი?
გარეცხე და გამოაშრე,
ილლა მუა ვინცხას "კვიცი",
ჩემზე თქვი რომ-გეგეპარე...
(თუმცა,რაცხას იტყვი,-ვიცი!)
ერთია,მომენატრება,
ჩემგან ნაბუღნავი ველი,
მარა,რა ვქნა-არ ისურვე,
მაწონი თუ-რძე და ყველი!
ჩემი ნასისხლ-ნაოფლარი,
ჩამადანში ჩეეტია...
საჯიაღი დიგიტიე,
დანარჩენი? ზედმეტია!
ისიც იმიტომ დავტიე,
იმ "კვიცზე" რომ გაჯავრდები,
ჯორკოს ზაათი ცეცხლში შუურთავ,
მეიღლები და... ზედ დაჯდები! ნაკლების ნახვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები