ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2021


ეკალი (პირველი)



„არაფრის მეშინია, არც არაფრის იმედი მაქვს, თავისუფალი ვარ.“

ნიკოს კაზანძაკისი.

_
ვიღაცამ თქვა რომ ნამდვილი ქალი...

ვიღაცამ, - კარგი დედა უნდა იყოსო...

ზოგმა : - ლამაზი მხოლოდ ის არის...

ვისთვის კეთილი იმას ნიშნავს რომ...

ვისთვის გულადი,
განათლებული,
მცოდნე,
ნაკითხი,
პრიმიტიულად - დიპლომიანი...

ნაღდი ქართველი,
თუ პატრიოტი,
პოლიტიკური ორიენტირით
სანდო,
სწორი,
სხვაზე ჭკვიანი,
თავმდაბალი და
გულისხმიერი
მორწმუნე, თანაც ეკლესიური,
სწორედ ის არის
ვინც...

ყველგან,
ყველაზე,
მუჭით ნაკლები,
მწიკვით ნაკლები,
ერთი მტკაველით სხვაზე დაბალი,
აფუებული,
შეყვარებული,
აცრემლებული,
ერთი ნაბიჯით ჩამორჩენილი,
ნაკლოვანების მთელი ბუკეტი,
მოგესალმებით!
მოგახსენებთ რომ
არ ვუხვევ გზიდან,
ისევ იმ ბილიკს მივუყვები,
ისევ თავიდან
და რადგან შიშის
და იმედის მიღმა დავდივარ,
თუნდაც არ მქონდეს
„სუპერლექსი“,
მაინც ნაღდი ვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები