ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2021


  ჩამოტვირთვა

უფსკრულებთან მოთამაშე

***
ჩემს ქვემოთ უფსკრულები არის.
უფსკრულები არის მუდამ ქვემოთ.
საითაც არ უნდა გავიხედო
ყველგან უნდა გავიტანო ლელო.

ყველგან უნდა ვზომო ნაბიჯები
არსად უნდა გადამიცდეს ფეხი
უკიდეგანოდ რომ დავიღლები,
მაშინ ასკინკილით გავაგრძელებ .

იქნებ გადავეშვა თავით ქვევით?
მოვრჩე ამით ამდენ ასკინკილას?!
მაგრამ როცა ინერციით ვექანები
რაღაც ძალა ისევ ზემოთ ამიზიდავს.

იქნებ მოვრჩე ამდენ სიმარტოვეს?!
ყოველ დილით კენტად დადგმულ ჭიქას?!
სველ ბალიშზე გაციებულ სიზმრებს...
სხვის ფანჯრიდან მოკისკისე დილას?!


მაინც ვარჩევ თავისუფლად ხტომას
ჩამოშვებულ თოკებს მოჭიდებას.
მორჩილება მანგრევს, სრულად მთრგუნავს
დაე  სადმე კლდიდან გადვიჩეხო.

თვალის დახუჭვაა უფსკრულამდე,
ასე მარტივია ძირს დაშვება.
ჩემი ოცნებები აირია,
შეისუნთქავ თუ კი მომეხვევი.

ხელი ჩამჭიდე და არ გამიშვა
ვიცი ძალა უნდა ამას დიდი.
სურვილსა და ნებას გიწილადებ -
არ მჭირდება ოქროს ბილიკები.

დამაძინე ხელის ბალიშებზე
შეაჩერე დედამიწის ბრუნვა
როცა გამეღვიძოს შემახსენე
არასდროს ვიქნები ასე ცუდად.

ყავის ნაცვლად დილის ცვარი ჩამომისხი.
პურზე უხვად გადამისვი იმედები
მერე ისევ , უსიტყვოდ და უხმაუროდ,
უფსკრულებზე სახტუნაოდ გამომიშვი.

ცხრა და რვაა ალბათ ჩემი ბოლო ბედი -
თუ კი ბედი ქვია ასე დასრულებას.
მაინც ვარჩევ  ვარდნის საფრთხეს მორჩილებას
არ მსურს მარიონეტივით მომიხელთონ.

უფსკრულები არის ყველგან (ჩემშიც)
ყველგან სახტომი და საძრომები
პერპეტუმმობილე მიზის ჩუმად გულში,
ამიტომაც არ ვნებდები ამდენ ომში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს