ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
13 თებერვალი, 2021


Сергей Есенин - Край любимый! Сердцу снятся

სერგეი ესენინი - ნანატრო მხარევ, გულს ესიზმრება

ნანატრო მხარევ, გულს ესიზმრება
მზის ზვინთა წყება წყალსატევებში
და მოუთმენლად მსურს შეხიზნება
საჩრდილობლებში შენი ტევრების.

მოჩანს რეზედა, მოლი სამყურის
სინორთა რიგში, ყანის მოსაზღვრედ,
ფსკვნილებს მარცვლავენ აურზაურით
წნორები - ჰგვანან მორჩილ მონაზვნებს.

არეს ახრჩოლებს კვამლი ლამპალის,
ალმური ასდის ზეცის მხარიხეს,
მავანზე ფიქრი გულში ჩავფალი,
ზარი საჯაროდ არ დავარისხე.

მატკბობს სიცოცხლის წამი ყოველი,
განსაცდელების ვარ არ დამრიდე;
იმიტომ გავჩნდი ამასოფელში,
რათა აქედან სწრაფად წავიდე.

13 თებერვალი, 2021 წ.


Сергей Есенин - Край любимый! Сердцу снятся

Край любимый! Сердцу снятся
Скирды солнца в водах лонных.
Я хотел бы затеряться
В зеленях твоих стозвонных.

По меже, на переметке,
Резеда и риза кашки.
И вызванивают в четки
Ивы – кроткие монашки.

Курит облаком болото,
Гарь в небесном коромысле.
С тихой тайной для кого-то
Затаил я в сердце мысли.

Все встречаю, все приемлю,
Рад и счастлив душу вынуть.
Я пришел на эту землю,
Чтоб скорей ее покинуть.

1914

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები