ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2021


კენტი ტიტები

ჩამოსხდნენ წლები, მოიხვიეს ფიქრის ბლონდები,
გადავლილია გზები, მთები, ზღვა და ხმელეთი.
სადღაც, მზის წნულთან ჟრუანტელო, მომაგონდები,
ბრინჯის მარცვლებად დაბნევით და ელეთმელეთით...
რეტრო ფილმივით ჩაიარა განცდის კადრებმა,
ეს უკვე იყო! - დაიწერა ბოლოს ტიტრებად...
სიმშვიდეს გული ოდნავ მაინც გაეკაწრება,
მინდორს ლარნაკი რომ არჩიეს კენტმა ტიტებმა...
          15.02.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები