ლექსი ფურთხზე
სასაცილოა შენი ყოფა თუ საცოდავი? რას შეგადარო, ისიც არ ვიცი. რა ხატებაში განსხეულდები ყველაზე ცოცხლად, რომელ ფოთოლში, მოწყვეტილში, რომელი სახლის ნანგრევებში, თუ კი ის მხოლოდ ჩრდილებს იფარავს . რომელ ჯერ არ თქმულ გაღიმებას ან შეჩერებულ გულისცემას ან მზის სხივზე დაკიდებულ სიბნელეს ვუთხრა რა განვიცადო? თუ კი სიზმრამდე მოგელანდა ეს გაფითრება ქარს ყოვლისმცოდნეს მიგამსგავსებ, მაგრამ უღონოს. პირში მეფშვნება შავი მიწა, ვერას გაიგებ ან ამ საყვირს ვინ აყივლებს, დოლს ვინ უკრავს? მწვანილის სუნი ასდის თითებზე და არყის ორთქლს ურევს დილის ნისლსს. კვამლმა დაფარა, ვეღარ ვხედავ ვერც მესაყვირეს, ვერც მედოლეს, ვერც მემწვანილეს. სანამ ფიქრსაც კვამლი დაფარავს გაიხსენე, მთელი ძალით სივრცით დაზაფრულ თვალებს ხუჭავდი როცა ახლა გახელას ნატრობ, მხოლოდ გახელას, მთელი ძალით ცდილობ გახელას, მთელი ძალით ცდილობ გახელს, მთელი ძალით ცდილბ გახელას. შენს კანს სირცხვილი ნელ-ნელა ჭამს, თეთრი სირცხვილი. ყველგან მარცხდები, ისე თითქოს თითებს გიშვერდნენ, თითქოს წაგასწრეს რაღაც უცნაურ დანაშულზე და ერთდროულად ახარხარდნენ: "შეხედეთ ამას, გახუნებული კაბა ჩაუცვამს, კაბის ბოლოში ჩაურგია სახე და ტირის" შეხედეთ ამას! „შენ ის კაცი ხარ ვინც არ უნდა გაჩენილიყო არ ენახა სოფლის ნათელი, ვინც უნდა რომ ორმოში ეგდოს საკუთარ ნეხვში ამოთხვრილი, ვისაც მხოლოდ ცივი მიწა ჩაიკრავს გულში, სასაცილოა შენი არყოფნა, შენი ყოფნაც აი ასეთი სამარცხვინო და საცოდავი. ალბათ ჟანგიან კბილებში სისხლი ჩაუგროვდათ და ასფალტზე ამოგაფურთხეს არაფერში გიდევს წილი, მიგიძღვის ბრალი თიხის ტირანო დედამიწას ბოღმით დაჰყრებ, მყიფე ლექსებს უყეფ მხოლოდ ქუჩის აჩრდილებს, რომ მათ პირს თუ რამ წამოსცდება შენს გარდა ფურთხო სულ სიტყვებია, მაგარამ მხოლოდ უცხო სიტყვები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. "სასაცილოა შენი არყოფნა, შენი ყოფნაც აი ასეთი სასაცილო და საცოდავი" ამ სტრიქონის ბოლოს ბრჭყალების დახურვა დამავიწყდა. შესაბამისად "ალბათ ჟანგიან კბილებში სისხლი" უკვე ახალი სტროფია და აღარ აგრძელებს მას. ლექსში ისტორიის საერთო ღერძის ძებნას ალბათ აზრი არ აქვს, ტექსტი იმიტომაცაა ფრაგმენტული რომ მთხრობელის მონათხრობს ამართლებს "უცხო სიტყვების" შესახებ.უფრო სწორად რომ ვთქვა ეს განზრახ არ გამიკეთებია, თუმცა ლექსის ეს ფორმა დაახლოებით სამჯერ თუ ოთხჯერ გადაკეთების შედეგია. რაც შეეხება ამოფურთხებას ესაა ერთგვარი დასაწყისი, ისტორია თუ როგორ შეიქმნა, როგორ დაიბადა გმირი, ანუ-ფურთხისგან, როგორც უღირსი მატერიისგან და რახან მალევე თიხის ტირანად გვევლინება სულაც არაა გასაკვირი, თიხის ტირანი ეს ფუჭი სიამაყის, ძალაუფლების და სიბრმავის განსახიერებაა და აგრეთვე სიმყიფის ამ ყველაფერთან ერთად. დანარჩენი არ ვიცი. სულ ეს იყო. გმადლობთ. "სასაცილოა შენი არყოფნა, შენი ყოფნაც აი ასეთი სასაცილო და საცოდავი" ამ სტრიქონის ბოლოს ბრჭყალების დახურვა დამავიწყდა. შესაბამისად "ალბათ ჟანგიან კბილებში სისხლი" უკვე ახალი სტროფია და აღარ აგრძელებს მას. ლექსში ისტორიის საერთო ღერძის ძებნას ალბათ აზრი არ აქვს, ტექსტი იმიტომაცაა ფრაგმენტული რომ მთხრობელის მონათხრობს ამართლებს "უცხო სიტყვების" შესახებ.უფრო სწორად რომ ვთქვა ეს განზრახ არ გამიკეთებია, თუმცა ლექსის ეს ფორმა დაახლოებით სამჯერ თუ ოთხჯერ გადაკეთების შედეგია. რაც შეეხება ამოფურთხებას ესაა ერთგვარი დასაწყისი, ისტორია თუ როგორ შეიქმნა, როგორ დაიბადა გმირი, ანუ-ფურთხისგან, როგორც უღირსი მატერიისგან და რახან მალევე თიხის ტირანად გვევლინება სულაც არაა გასაკვირი, თიხის ტირანი ეს ფუჭი სიამაყის, ძალაუფლების და სიბრმავის განსახიერებაა და აგრეთვე სიმყიფის ამ ყველაფერთან ერთად. დანარჩენი არ ვიცი. სულ ეს იყო. გმადლობთ.
7. არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად გავიგე, მაგრამ რა ისტორიაც ავაწყვე იქედან ერთი სიტყვა მაგდებს: გმირი თავის არსებობას ადარებს ფურთხს, მაგრამ მაშინ უნდა იყოს "დაუგროვდით და ამოგაფურთხეს" . თან თიხის ტირანი უყეფს ლექსებს თუ ეს ფურთხი? თუ ზედმეტად ვუღრმავდები? უბრალიდ, კარგი სახეები და ემიციებია და ვცდილობ შინაარსი გამივიტანი არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად გავიგე, მაგრამ რა ისტორიაც ავაწყვე იქედან ერთი სიტყვა მაგდებს: გმირი თავის არსებობას ადარებს ფურთხს, მაგრამ მაშინ უნდა იყოს "დაუგროვდით და ამოგაფურთხეს" . თან თიხის ტირანი უყეფს ლექსებს თუ ეს ფურთხი? თუ ზედმეტად ვუღრმავდები? უბრალიდ, კარგი სახეები და ემიციებია და ვცდილობ შინაარსი გამივიტანი
6. ძალიან მძაფრი მომენტებია. ძალიან მძაფრი მომენტებია.
5. არ ვიცი რომელ ნაწარმოებებს გულისხმობთ. მაგრამ შევეცდები რამდენიმე დავდო. თანაც სულ ვმუშაობ და ვაკორექტირებ. სათაურს რაც შეეხება "პირობითად" სწორედ მაგიტომ დამჭირდა. ზოგადად ესეც დასარედაქტირებელია. ამ საიტს მადლობა რომ ჩემი ლექსების შენახვის, არ-დაკარგვის საშუალებას მაძლევს. ასევე მიხარია თუ კითხულობთ და გაინტერესებთ <3 არ ვიცი რომელ ნაწარმოებებს გულისხმობთ. მაგრამ შევეცდები რამდენიმე დავდო. თანაც სულ ვმუშაობ და ვაკორექტირებ. სათაურს რაც შეეხება "პირობითად" სწორედ მაგიტომ დამჭირდა. ზოგადად ესეც დასარედაქტირებელია. ამ საიტს მადლობა რომ ჩემი ლექსების შენახვის, არ-დაკარგვის საშუალებას მაძლევს. ასევე მიხარია თუ კითხულობთ და გაინტერესებთ <3
4. არის აქ საინტერესო სახეები. არის აქ საინტერესო სახეები.
3. ავტორო აქ ადრე ძალიან კარგი და საინტერესო ნაწარმოებები იდო, რატომ წაგიშლიათ, რა დაგიშავათ, ჩვენ ვკითხულობდით და მარტო თქვენ გეკუთვნოდათ? აუცილებლად აღადგინეთ თხოვეთ ადმინს,
ავტორო აქ ადრე ძალიან კარგი და საინტერესო ნაწარმოებები იდო, რატომ წაგიშლიათ, რა დაგიშავათ, ჩვენ ვკითხულობდით და მარტო თქვენ გეკუთვნოდათ? აუცილებლად აღადგინეთ თხოვეთ ადმინს,
2. რა ვი, მე ვერაფერი გავიგე ამ ლექსის, უფრო სწორად გავიგე ის რომ ფურთხს პოეზიას უძღვნიან თუ მეშლება მერე რა, მე პოეტი კი ,არა ვარ მკითხველი ვარ. - არადა მახსოვს ერთი გადაცემა იყო თუ კონკურსი ,ფურთხზე (იფურთხებოდნენ ) და ხელოვნება რომ უწოდეს. ჯონათანს უთუოდ ემახსოვრება ეს. რა ვი, მე ვერაფერი გავიგე ამ ლექსის, უფრო სწორად გავიგე ის რომ ფურთხს პოეზიას უძღვნიან თუ მეშლება მერე რა, მე პოეტი კი ,არა ვარ მკითხველი ვარ. - არადა მახსოვს ერთი გადაცემა იყო თუ კონკურსი ,ფურთხზე (იფურთხებოდნენ ) და ხელოვნება რომ უწოდეს. ჯონათანს უთუოდ ემახსოვრება ეს.
1. როგორი მკაფიო სახეები და ემოცია იყო.
სათაური მკითხველს უკარგავს, ჩემი აზრით :)
როგორი მკაფიო სახეები და ემოცია იყო.
სათაური მკითხველს უკარგავს, ჩემი აზრით :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|