 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 19 თებერვალი, 2021 |
ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა, რომი, ტრევის შადრევანი, მეძავები, კაზინო, კაბირიას ღამეები, უსიცოცხლო, უფერო, მიმქრალ კოცონს სულელივით სული უნდა უბერო! ვაგლახ, წმინდა ქალაქი თუ მეძავებმა დაიპყრეს, ნუთუ ტყემლის ერთი კვირტიც ვეღარ გაიაპრილებს? შეხე ღრუბლებს, სავსე მთვარის მონაცრისფრო ლუსკუმას, მერე ერთი-ორი გროში მოისროლე ზურგს უკან, მტრედებს პური დაუმარცვლე, აგიკენკონ ხელიდან, დაივიწყე ყველაფერი, გამო, გამოერიდე, ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა, რომი, ტრევის შადრევანი, მეძავები, კაზინო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჯულიეტა მაზინა უკვე მელოდიაა :)) ჯულიეტა მაზინა უკვე მელოდიაა :))
3. ვგიზდები ჯულიეტა მაზინაზე. მელოდია კარგი აქვს ვგიზდები ჯულიეტა მაზინაზე. მელოდია კარგი აქვს
1. გაიელვა ფილმმა კადრებად...
გაიელვა ფილმმა კადრებად...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|