ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 თებერვალი, 2021


გამოხმაურება ლექსზე ,,ანტიოქიის პალეკარტის მიღმა“ ავტ. სამურაი

      გამოხმაურება  ლექსზე ,,ანტიოქიის პალეკარტის მიღმა“ ავტ. სამურაი

სამურაის ლექსი ,,ანტიოქიის პალეკარტის მიღმა“, მისი ერთ-ერთი საუკეთესო პოეტური ნაწარმოებია.  ტაეპთა სტრიქონებად ფორმირება და კომპოზიციურად მათი  განლაგება, ლექსის რიტმული ჟღერადობა და არითმული სტრუქტურა, მიუთითებს იმაზე, რომ ის დაწერილია ვერლიბრის ფორმით.

ავტორი საკუთარ შეხედულებებს არგუმენტირებულად ახმოვანებს და სხვათა საწინააღმდეგო მოსაზრებებს ამგვარად აბათილებს. ამასთან ამას ისეთი ნატიფი ლიტერატურული ხერხით გადმოსცემს, რომ მისი ყველა მისაზრება სარწმუნოების მაღალ ხარისხს იძენს.

სიყვარულის თემიდან თითქოს ბმის გარეშე გადადის პოეზიის მარადიულ პრობლემებზე - ლექსის ფორმაზე, სტრუქტურაზე, მის აქტუალურობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით სჩანს ასე. მან იცის, რომ ,,სიყვარული სამართალზე უფრო ძლ;იერია! ... და იქმნა სამყარო“! და ამას თავის მკითხველსაც შეახსენებს, ამით კი ხაზს უსვამს სიყვარულისა და პოეზიის ერთმანეთთან სიახლოვეს.

აგრეთვე შინაარსობრივად ზუსტად გადმოსცემს ლექსის ფორმისადმი საკუთარ დამოკიდებულებასაც და ამ სტროფით: ,,ლექსი რითმაა, თქვეს მათ. „ლექსს ვერლიბრის ძაძის ქვეშაც უნდა უჩანდეს ანტიოქიის პალეკარტივით ძვირფასი რითმა“- იგი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს შუშანიკის წამების ამბავს, იაკობ ცურტაველის უკვდავ სიტყვებს:,,რამეთუ შინაგან ძაძაი ემოსა და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუა-ლსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსაო“.

ჩემი აზრით, ეს ლექსი  იმდენად სრულყოფილია, რომ ავტორი რაიმეს რჩევას ან მითუმეტეს შენიშვნას არ იმსახურებს, თუმცა სურვილი შეიძლება, კეთილი სურვილი:

- გზა დამილოცნია სამურაი, დიდ პოეზიაში!
                                                                                                თემური 57



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები