ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2021


%*%*%

არასდროს მითქვამს ღმერთზე უარი,
თუმცა შევხარი დღესაც ფილაქანს...
და ჩემი გულის რეზერვუარი
ათას ზიზღსა და სითბოს ინახავს.

ხელთათმანივით ტყავს, რომ ვიძრობდი
ხელებზე პირჯვრის გამოსასახად,
მაშინ ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი,
თუ არ ვიცოდი ვგრძნობდი ცალსახად,

რომ შეფუთული გულის სანაცვლოდ
არ მიშველიდა ხელის სიშიშვლე
და რომ ვადექი რწმენის არასწორ
გზას სიყვარულში და ამ შიშისვე

მონად ვიქეცი. თუმცა მონობა
ხშირად ალაგებს და არ აგირევს
ცხოვრებას. დროა ჭკუის კოლოფად
და სიყვარულის მოჯამაგირედ

ვიქცე. შევხარი თუმცა ფილაქანს
და ვცდილობ არ ვთქვა ღმერთზე უარი,
და ათას ზიზღს და სითბოს ინახავს
დღეს ჩემი გულის რეზერვუარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები