ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2021


* * * (ასი წლისა ხარ...)

ასი წლისა ხარ.
თორმეტ ძეკვენზე გიცხოვრია,
დათვის ტყავებზე გძინებია,
შეექცეოდი ხარბად ღორის ხორცს
და შენი ცხიმიანი, საჩვენებელი თითით
ადგილს მიუჩენდი ხოლმე მოახლეს.
შენ მეზობელი უხეიროდ გეპირფერება
და გწყევლის, გწყევლის ცოლი კაპასი.
მაგრამ, ეზოში ატმის ხე ყვავის-
როგორც ცოდვების გამოსყიდვა,
როგორც ვედრება.
ხანდახან ასე წარმოაჩენს იგი თავის თავს
და დილის მზის სხივს ეტმასნება ნორჩი რტოებით,
თავის ჩეროში გეპატიჟება.
შენ კი, შესცქერი თავმომწონედ
და კიდეც ძალგიძს, შეაშინო ბასრი ნაჯახით.
რადგანაც იცი- მოგინელებს ერთი ატმის ხე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები