ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
28 თებერვალი, 2021


Сергей Есенин - Заметался пожар голубой

სერგეი ესენინი - ახანძრდა ლურჯი დასალიერი

ახანძრდა ლურჯი დასალიერი,
სამშობლოს მიჯნა უკვე გადავვლე,
სიყვარულს ვამკობ პირველ სიმღერით
და აღარ ავტეხ წყეულ სკანდალებს.

ველურ ბაღს ვგავდი გაუმაძღარი
მექალთანობით, ამაოებით,
გადამიყვარდა სმა, ხმა ნაღარის,
ფუჭად გაფლანგვა არ მსურს ცხოვრების. 

მინდა მაგ თვალთა შუქი მომფინო,
მუდამ მატკბობდეს მისი დავლათი,
რათა წარსულის უკმაყოფილომ
გულს არ გაივლო ჩემი ღალატი.

მონარნარე ხარ და ტანკენარი;
ნეტავ იცოდე სულით ძლიერმა,
თუ ხულიგანი ვითარ შეგხარის,
როგორ მოლბა და მოთვინიერდა.

დავთმობ მარადის მათრობ დასალევს,
თავს არ შეგაწყენ აღარც ლექსწერით, 
მივეალერსო ოღონდ დალალებს
შემოდგომისფრად ნაზად შეფერილს.

აგედევნები დასალიერშიც
მოსიყვარულე ერთგულ დარაჯად,
სიყვარულს ვამკობ პირველ სიმღერით
და აღარ ავტეხ დავიდარაბას.

28 თებერვალი, 2021 წ.



Сергей Есенин - Заметался пожар голубой

Заметался пожар голубой,
Позабылись родимые дали.
В первый раз я запел про любовь,
В первый раз отрекаюсь скандалить.

Был я весь - как запущенный сад,
Был на женщин и зелие падкий.
Разонравилось пить и плясать
И терять свою жизнь без оглядки.

Мне бы только смотреть на тебя,
Видеть глаз злато-карий омут,
И чтоб, прошлое не любя,
Ты уйти не смогла к другому.

Поступь нежная, легкий стан,
Если б знала ты сердцем упорным,
Как умеет любить хулиган,
Как умеет он быть покорным.

Я б навеки забыл кабаки
И стихи бы писать забросил.
Только б тонко касаться руки
И волос твоих цветом в осень.

Я б навеки пошел за тобой
Хоть в свои, хоть в чужие дали...
В первый раз я запел про любовь,
В первый раз отрекаюсь скандалить.

1923

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები