 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2021 |
ჩვენ გავიმარჯვებთ, დედაჩემო, ნუ გეშინია, იქნებ უპუროდ, უმარილოდ, ზეთის გარეშეც, სანამ ჩადგება ამ წყეული ქარის თარეში, დადე ფირფიტა, იტრიალოს და უგერშვინოდ, გადავატაროთ ეს საღამოც, უშაქრო ჩაის ხშირად თავისი ხიბლიცა აქვს, ასე მგონია, მერე დავუსხამ წყალს კაქტუსებს და ბეგონიას, ვერაფერს ვიზამ, დამიჯერე, დღეს უფრო კაის, დავსხდეთ და თვალი გავუსწოროთ ჩვენივე ყოფას, ანაც არყოფნას, სულერთია, როგორც ინებებ, მოგცლია ერთი, ყოველ დილით წმინდო მინები, თითქოს ღმერთისთვის ამზადებდე ამ მომცრო ოთახს, თითქოს დღე-დღეზე დაბრუნდება მამა ფრონტიდან, რომელსაც უკვე ნაადრევად დაარქვეს გმირი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული, ტყუილად ტირი, არცერთი მოვა. წამლის ფული არ მაქვს, ფრონტიტიც რა უდროო დროს აიკიდე, შენ რა გითხარი, ვინმე მეგობარს დავურეკავ, გთხოვ, არ იჯავრო, წინა თვის უკვე გავისტუმრეთ ბინის იჯარა, იქნებ ვისესხო, ჯიბეში მაქვს გაზის ქვითარიც, გიყიდი წამალს, იქნებ მომრჩეს თუთუნის ფულიც, ტკბილსაც მოგიტან, გენატრება, დიდი ხანია, ვიცი, წვრილმანი ყურადღებაც რომ გიხარია, ვიცი, სხვაგვარად გიძგერდება იმ წუთას გული, ჩემს წიგნსაც მალე დაბეჭდავენ, იქნებ ცოტა ხნით, ამოვისნუნთქოთ, გავისტუმროთ თუნდაც ნაწილი მაღაზიაში პურის, კვერცხის, შაქრის, მწვანილის და მისთანების, პირველ რიგში, მომცრო ოთახის. ჩაიც დავატკბოთ, უშაქროზე მეტი ხიბლი აქვს, ფანჯრის რაფაზე ჩამოგიდე წითელი პლედი, არ დაგავიწყდეს, როგორც იცი, ხანდახან, დედი... გაზაფხულდება უსათუოდ, პირველ ნიბლიას დილით სარკმელთან შეეგებე, ოღონდ მოიცვი, აღარ გაცივდე, დედაჩემო, ხომ, იცი, მარტი... არ მომიმატო საფიქრალი და შენზე დარდი, არ მომიმატო, დედაჩემო, მარტი, ხომ იცი? ნუღარ იფიქრებ ჩვენი ბედის ვარსკვლავის ქიმზე, წყალმა წაიღოს ყოველგვარი ქირომანტიაც, საცაა წავა თებერვალიც, ხვალე მარტია, კვლავ სავარძელში მიგეძინა, ვზივარ და გიმზერ: ჩვენ გავიმარჯვებთ, დედაჩემო, ნუ გეშინია...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. მადლობა, გაასქულიანებისთვის, პირველი 100 ქულაა და სხვანაირად გამიხარდა, გიორგობას გილოცავთ! <3 მადლობა, გაასქულიანებისთვის, პირველი 100 ქულაა და სხვანაირად გამიხარდა, გიორგობას გილოცავთ! <3
27. ალალია 100 ქულა და მეტიც. ალალია 100 ქულა და მეტიც.
26. ერთი კაციც და გავდივართ ))) გაასქულიანება მინდა :დ ერთი კაციც და გავდივართ ))) გაასქულიანება მინდა :დ
25. აუცილებლად! <3 აუცილებლად! <3
24. გავიმარჯვებთ! 5 გავიმარჯვებთ! 5
23. ვაახ, დათო, როგორ გამახარე შენი სიტყვებით, მადლობა! <3
ვაახ, დათო, როგორ გამახარე შენი სიტყვებით, მადლობა! <3
22. არ ვიცი, შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ასე ოსტატურად, ემოციურად, დამანგრეველად და ყოველივე ამასთან ერთად, თბილადაც კი ვინმეს გაჭირვებული ხალხის რეალობა აღეწეროს პირველად ვნახე. ეს ლექსი არის თანამედროვეობის გამოძახილი, ეპოქალური ტექსტი. ბრავო, ბავშვებს აუცილებლად წავუკითხავ! :) არ ვიცი, შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ასე ოსტატურად, ემოციურად, დამანგრეველად და ყოველივე ამასთან ერთად, თბილადაც კი ვინმეს გაჭირვებული ხალხის რეალობა აღეწეროს პირველად ვნახე. ეს ლექსი არის თანამედროვეობის გამოძახილი, ეპოქალური ტექსტი. ბრავო, ბავშვებს აუცილებლად წავუკითხავ! :)
21. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3
20. ძალიან, ძალიან!
საყოველთაოა. პოეტურად მოტანილი ისტორია.
555555 ძალიან, ძალიან!
საყოველთაოა. პოეტურად მოტანილი ისტორია.
555555
19. მაგ ლექსს დედა კითხულობს ხოლმე ხშირად, ხმამაღალა, მომწონს მეც... მადლობა <3 მაგ ლექსს დედა კითხულობს ხოლმე ხშირად, ხმამაღალა, მომწონს მეც... მადლობა <3
18. მომეწონა კარგია! სერგეი ესენინის ლექსი "წერილი დედას" გამახსენა.
1 მომეწონა კარგია! სერგეი ესენინის ლექსი "წერილი დედას" გამახსენა.
1
17. დიდ-ზე დიდი მადლობა <3 დიდ-ზე დიდი მადლობა <3
16. ზე-კლასია ❤ ზე-კლასია ❤
15. გმადლობთ, აგლაია გმადლობთ, აგლაია
14. ძალიან მომწონს++ ძალიან მომწონს++
13. პრივეტ ატ გაუჩო, ზიზუ, დო ბლიჟაიუშიხ ვსტრეჩ <3 პრივეტ ატ გაუჩო, ზიზუ, დო ბლიჟაიუშიხ ვსტრეჩ <3
12. ვანანო, გმადლობთ :) ვანანო, გმადლობთ :)
11. ამ ლექსმა ისე აღმაფრთოვანა როგორც "ოდა კართოფილს". ორივე ეს ლექსი არის უმაღლესი. ასეა ეს!:) ამ ლექსმა ისე აღმაფრთოვანა როგორც "ოდა კართოფილს". ორივე ეს ლექსი არის უმაღლესი. ასეა ეს!:)
10. ოპტიმისტური და რეალური :)+ ოპტიმისტური და რეალური :)+
8. +5 მშვენიერია! +5 მშვენიერია!
6. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
3 მარტი, 2021 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
3 მარტი, 2021
5. <3 გეგას მოკითხვა! <3 გეგას მოკითხვა!
4. ისე მარტო იმის გამო არ უნდა შემოვიდეს კაცი ამ საიტზე , რო ამ ლექსს 3 წაკითხვა აქვს. )))
ძაან პიზდეცია ჩემო ძმაო , წავიკითხე ფბზეც ..
დონეა ისე მარტო იმის გამო არ უნდა შემოვიდეს კაცი ამ საიტზე , რო ამ ლექსს 3 წაკითხვა აქვს. )))
ძაან პიზდეცია ჩემო ძმაო , წავიკითხე ფბზეც ..
დონეა
1. ძალიან კარგი ლექსია! ძალიან კარგი ლექსია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|