მე ისევ ვივლი ძველ პალტოში, ძველი მათარით. თუმცა, სიფხიზლეს ექიმები უფრო გვირჩევენ. ერთ კარგ სიმღერას სახელივით ამოვიჩემებ. გაზაფხულდება, მიილევა დიდი ზამთარი და ჩემს ფანჯრებში იმ დაკარგულ მიწებს გიჩვენებ.
ეს თოლიებიც იმ ზეციდან გამომყვნენ, გახსოვს?! თორემ სად იყო თოლიები, პელიკანები? გემის ჩარდახი ირხევა და მიექანება და შენი სახლი უკან მრჩება, ის სახლი, აფსუს...
არ დაუჯერო ამ ნაძირლებს! ჩვენი ადგილი ვერხვებთანაა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თეთრი ღვინო და... დამიტოვე, ნინ, პაპიროსი. ჯანდაბას, მაინც არ ყოფილა ისე ადვილი, გველაგებინა ეს დომხალი და თავის დროზე, გვეწერა იმ დიდ ხომალდებზე- кануть молодым და სამშობლოზე, რა თქა უნდა, მცირედი დოზით. ჩვენ მივდიოდით. მაღლა იდგა გემი დალანდი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მშვენიერია++ მშვენიერია++
6. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
4 მარტი, 2021 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
4 მარტი, 2021
5. ეს არის პატრიოტული ლექსი!
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
ეს არის პატრიოტული ლექსი!
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
4. აქ უფრო მეტი შეუძლიათ წესით და რიგით.
აქ უფრო მეტი შეუძლიათ წესით და რიგით.
2. Мастер слова Мастер слова
1. ძალიან მომეწონა .
5 ქ ძალიან მომეწონა .
5 ქ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|