ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 მარტი, 2021


Сергей Есенин - ПЕСНЯ

სერგეი ესენინი - სიმღერა

სარკმლის ქვემოთ - ქარი, მთვარე - სარკმლის მაღლა,
ნათლით შევერცხლილა ტანშიშველი ალვა.

შორს გარმონი ტირის, ისმის ხმა ეული,
ასე მშობლიური, ასე შორეული.

ხან ქვითინებს ჰანგი, ხან კი სევდას აცხრობს,
სად ხარ ჩემო ცაცხვო, ასწლოვანო ცაცხვო?

მახსოვს შეხვედრები დილაადრიანი,
ვუმღეროდი მიჯნურს ჰანგზე ტალიანკის.

ჩემი ნდომა, ხათრი გაუქარწყლდა სატრფოს,
სხვათა დანამღერი მატირებს და მართობს.

5 მარტი, 2021 წ.



Сергей Есенин - ПЕСНЯ

Над окошком месяц. Под окошком ветер.
Облетевший тополь серебрист и светел.

Дальний плач тальянки, голос одинокий,
И такой родимый, и такой далёкий.

Плачет и смеётся песня лиховая,
Где ты, моя липа, липа вековая?

Я и сам когда-то в праздник спозаранку
Выходил к любимой, развернув тальянку.

А теперь я милой ничего не значу.
Под чужую песню и смеюсь, и плачу.

Август 1925

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები