ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2021


შიშის გადალახვის უშედეგო მცდელობის მოდელირება

უკან მოხედვის შეუძლებლობით გამოწვეული არყოფნის დაუძლეველი შიშის გადალახვის უშედეგო მცდელობის მოდელირება ნიველირებულ აზრობრივ ველში დროის გარეშე გახვეული პოეტურ საბურველში მაგრამ


დგახარ,
საღამო ეშვება ნელი,
ცაზე კი შავი ელვა იელვებს
ქარი იფშვნება პირში სიტყვებად
და უერთდება სიცარიელეს.

დგახარ,
უსახო სადგურის მსგავსად
ვერ იტევ შენში მძიმე ზმანებებს,
ლოდინი იქცა ჟანგიან რკინად
უცხო მგზავრმა კი დააგვიანა.

დგახარ,
უსაგნო ფიქრის ძახილი
დაგყვება ყველგან, თავს არ განებებს.
ფეხვეშ გეცლება მიწა და ნელა
სულ სხვა მიწისკენ მიექანები.

დგახარ,
არ იცი რას ეძებ ანდა
ეს გზა, ეს ლექსი რისთვის ეძიე
განიცდი, უფერულია განცდაც
უფერული და უპოეზიო.

დგახარ
ხელებსაც არ იწვდი, სივრცე
მტანჯველ აჩრიდლთა ხმებმა დაზაფრეს
რომ ხმებში ვიღაც იცანი, მგონი...
როგორც ნასაყდრალს
გაცლის დასაყრდენს.

დგახარ.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები