 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 7 მარტი, 2021 |
-გაზაფხული- ზამთარს ერთხელაც მოვინელებთ, ცოტაღა დარჩა, ძალიან მცირე, უმნიშვნელო დღეთა მარაგი, იქნებ გაისად შევუცვალოთ ფანჯარას ჩარჩოც, რომ აღარ დაგცდეს საყვედური, რადგან ქარაგმებს, დიდი ხანია მივეჩვიე, თუმცა არ ვაჩენ, ეზოშიც მალე მოვიშენოთ ოქროს სმარაგდა. -ზაფხული- შენს თითებს, კიდევ წუხანდელი შუაღამიდან, არც ისე მძაფრად, მაგრამ მაინც, სუნი კორსიზის ასდის და რა ვქნა, ვერ ვჩერდები, უნდა გავიდე, გული მერევა ორსულივით. სადმე, პორტისკენ, იქნებ ბიჭები თევზაობდნენ, ამგვარ ამინდებს განა ხელიდან გაუშვებენ? არა, ხომ ვიცი... -შემოდგომა- შენ არ იდარდო, უეჭველად რაღაც გამოვა, გთხოვ, ჩემს მოსვლამდე შეიღებე ჭაღარა ინით, მშრალი ხიდისკენ გადავიტან მარკებს, სამოვარს, სამკერდე ნიშნებს, მონეტებსაც, იქნება ვინმე სულელ ტურისტზე გავასაღო და საღამომდე, დამხვდე ისევე წითელი თმით და ჭიქა ღვინით. -ზამთარი- ხვალ-ზეგ უთუოდ გამოჩნდება ყოჩივარდები, ვიგრძნობ ტყემალის ფოთლის შრიალს, მოხვრა-მიხვრასაც, ერთხელ სრულიად უმიზეზოდ მოგივარდები, თვალებზე ხელებს აგიხვევ და გეტყვი: მიყვარხარ, გეტყვი-მიყვარხარ, გეტყვი-მსურხარ და მენატრები, გეტყვი: წამოდი და ნუ მკითხავ, საით მიმყავხარ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. უკურნებელი სენია, ნამდვილად :) მიხარია, რომ მოგეწონათ, მეგობრებო <3 უკურნებელი სენია, ნამდვილად :) მიხარია, რომ მოგეწონათ, მეგობრებო <3
8. ძაან კარგია. ბრავო ძაან კარგია. ბრავო
7. სეზონების სერია თესლზე თესლი სენია)) გაასწორა სეზონების სერია თესლზე თესლი სენია)) გაასწორა
6. თუ გაქვთ უკეთესი ვერსია, შევცვლი :) მადლობა, რომ ლექსი მოგეწონათ <3 თუ გაქვთ უკეთესი ვერსია, შევცვლი :) მადლობა, რომ ლექსი მოგეწონათ <3
5. კარგია და უფრო უკეთესი სათაური ეკუთვნოდა. კარგია და უფრო უკეთესი სათაური ეკუთვნოდა.
4. ნაღდი ვივალდებია :)
ნაღდი ვივალდებია :)
3. ყველა სეზონზე საკითხავი :)
ყველა სეზონზე საკითხავი :)
2. ასეა ნამდვილად :) ასეა ნამდვილად :)
1. მთლიანობაში ხომ კარგია მაგრამ განსაკუთრებით ზამთარი. მთლიანობაში ხომ კარგია მაგრამ განსაკუთრებით ზამთარი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|