ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2021


* * * (მიუსაფარია ჩემი სული)

მიუსაფარია ჩემი სული.
სხეული, ხომ იცი - დალპება.
მანამდე ოცნება შემისრულე-
მაჩვენე მონბლანის ალპები.
სადმე ბარდებთან წამიყვანე-
თავზეხელაღებულ ბიჭებთან.
ცეცხლი უკიდია ჭვავის ყანებს,
გასწვრივ კი, იწვიან ფიჭვები.

დამტვრეული მაქვს ლავიწები,
გადასატეხი მაქვს ფანქრები.
მეც იმ ფიჭვებივით დავიწვები,
მეც იმ ბიჭებივით გავქრები.

იცოდა ხელკავი ჩემმა ტოლმა,
ქარიან ამინდში ხელკავი.
მერე ჰემატომა შემატოვა,
ცხელი გვირილები ეკავა.

იტყვიან: არ იყვნენ ასეთები-
ლიტერატურული გაზეთები.
და მხრებით მთები აზიდული
და მხრებით მთები ნაზვირთები,
როდესაც წყალში ჩაგვეყრება,
რაღაც ჩათლახურად შევიცვლებით...
აღარ მორჩება მარგვლა, კრეფა,
ტყავი გაგვძვრება შელოცვებით.

ახლა რატომღაც გიგონებ და...
დამვიწყებიხარ, გეგონება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები