| ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 9 მარტი, 2021 |
დრო უმოწყალოდ გადის, რა გადაარჩენს ფოთლებს, დარდი, რომელიც დამრჩა?!- წყალი გადაშლის სიტყვებს.. ზღვა მარილიან ტევრში გადაისერავს გემებს, დრო ცნობიერში გვარწევს, ის უმოწყალოდ გვცელავს, ყინულებს ჩამიყრის ხელში, დასერილ ძარღვებს ყინავს. ის არც ცხოვრებას გვაცდის, გული კი ძიობს ჭალას, არ სურს ყინული იყოს, და თუნდაც ცეცხლის ენა. დაწყნარდებიან მალე, წლები ჩამობარდნილ ქოხში, სიბერის ჯეელი ხელით გამითბობ დანაოჭებულ კაბას. არა, ეს არც დარდი არის, რადგან ეს უბრალოდ ცხოვრობს, ეს უფრო ოცნებად რჩება, სიბერის მარხილს ვსდიოთ.. ეს უფრო სუნთქვა არის, ვიყოთ ამ ქოხში ორნი, ჩვენი სახეების სახედ დავბერდეთ, ბევრი ვიყოთ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დრო ცხოვრობას, მართალი ხარ, დაბერებაც კარგია, მაგრამ ძნელია შეეგუო დროს, როცა ადამიანები ნაადრევად ცხოვრებიდან მიდიან. კარგად წერთ დრო ცხოვრობას, მართალი ხარ, დაბერებაც კარგია, მაგრამ ძნელია შეეგუო დროს, როცა ადამიანები ნაადრევად ცხოვრებიდან მიდიან. კარგად წერთ
4. :)))))))გაიხარე!! :)))))))გაიხარე!!
3. არიან პოეტები, რომლებიც საერთოდ არ ცნობენ მხატვრული ენის სპეციფიკური არსის კანონისებულ საფუძვლებს, ლექსთწყობის თეორიებს სილიბურ- ტონურობას, რიტმის, წმინდა დაქტილური სისტემის შესახებ არ უღრმავდებიან პოეტიკის რიგ საკითხებს, მაგრამ სტილს ინტუიტურად გრძნობენ და კარგ ლექსებსაც წერენ.
არაა აუცილებელი ყველა -აკაკი და ილია იყოს. არიან პოეტები, რომლებიც საერთოდ არ ცნობენ მხატვრული ენის სპეციფიკური არსის კანონისებულ საფუძვლებს, ლექსთწყობის თეორიებს სილიბურ- ტონურობას, რიტმის, წმინდა დაქტილური სისტემის შესახებ არ უღრმავდებიან პოეტიკის რიგ საკითხებს, მაგრამ სტილს ინტუიტურად გრძნობენ და კარგ ლექსებსაც წერენ.
არაა აუცილებელი ყველა -აკაკი და ილია იყოს.
2. არც მაქვს პრეტენზია. ბუმბერაზების გვერდით რომ კითხულობენ ჩემსას ეგეც სტიმულია. ცუდად იმოქმედა მაგ სიტყვებმა, ვისაც მიმართა აკაკიმ. დრო ყველაფერს გვიჩვენებს. თქვენს შემოქმედებას გავეცნობი აუცილებლად, თუმც ნაჩქარევ დასკვნებს არ გავაკეთებ. არც მაქვს პრეტენზია. ბუმბერაზების გვერდით რომ კითხულობენ ჩემსას ეგეც სტიმულია. ცუდად იმოქმედა მაგ სიტყვებმა, ვისაც მიმართა აკაკიმ. დრო ყველაფერს გვიჩვენებს. თქვენს შემოქმედებას გავეცნობი აუცილებლად, თუმც ნაჩქარევ დასკვნებს არ გავაკეთებ.
1. შენ პოეტი არ გამოხვალ წერას მაინც ისტავლიო-აკაკი. შენ პოეტი არ გამოხვალ წერას მაინც ისტავლიო-აკაკი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|