(დოკუმენტური მოთხრობა) (გაგრძელება) სპექტაკლის შემდეგ , საღამოს კვლავ, შევიკრიბენით ჩვენ, ანტონ (ტატული) წულუკიძე, ბატონი ოთარ ჩხეიძე. ჯემალ ინჯია. რეჟისორი იური კაკულია და მსახიობი ლადო შონიაც შემოგვიერთდნენ.. მეორე დღისთვის ბილეთები მოგვიტანეს საჩუქრად. კინო-თეატრ „საქართველო“-ში , დოკუმენტური ფილმი „ქვანი ნაშალნი“-ის ჩვენებაზე. ფილმის შემდეგ,კი, ჭაბუა ამირეჯიბთან (ფილმის დირექტორთან) შეხვედრა გველოდებოდა . ავხმაურდით, გავიხარეთ.
&&&
ეს საღამო, მშვენიერი გაგრძელება გახლდათ ქუთაისური მოვლენებისა ჩვენს პატარა სალონში , შემოგვირთდნენ თეატრის მხატვრები აივენგო ჭელიძე, კახა ხუციშვილი... ხვალ, დიდი დღე თენდებოდა: შეხვედრა მწერალ ჭაბუა ამირეჯიბთან. „მთვარის მოტაცებიდან“-„დათა თუთაშხიამდე, „ არზაყან ზვამბაიამდე-მუშნი ზარანდიამდე. კონსტამტინეს სამყაროდან ,ახლა, აქ შევსახლდით. საინტერესოდ და აღმატებული განწყობით გაგრძელდა ჩვენი კრებულება იმ საღამოს. სულგანაბული ვუსმენდი ამ დიდებული ადამიანების მოსაზრებებს.იმას, რომ ჭაბუა ამირეჯიბმა შექმნა ზნეობრივი კრებითი გმირი დათას სახით, და რომ, ეს ნაწარმოები იყო მათრახი საბჭოთა რეჟიმისათვის, რომანმა ,უდავოდ, შეძლო საყოველთაოდ მოენადირებინა მკითხველთა გულები.მოარული ჭორი, რომ ,“დათა თუთაშხია“ მოპარული იყო აღიზიანებდა თითოეულს.. „... და იქმნა კაცთათვის: სინდისი - ნიჭად მხილებისათვის თვისთა მანკიერებათა“ „დათა თუთაშხია“( ოთხი თავისგან შემდგარი) მონათესავე სახარებისა, ოთხთავასი. ქრისტიანული არსის გამტარებელი ამ უღმრთო სისტემაში . მისი მთავარი გმირი კი,ავტორს შეუქმნია „ხატად ღვთისა“. და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი..." (დაბ. 1:26-27). მუშნის და დათაც ერთნაირად არიან შემკობილნი ნიჭით, აზროვნებით, ჭკუით, სიმამაცით.გარეგონობით მაგრამ- მოქმედებისთვის სხვადასხვა ასპარეზი აირჩიეს,მუშნის მიაჩნია, რომ უკეთესი ადგილი მსახურებისთვის არც არსებობს და არც მოუგონიათ, დათა კი, ჭეშმარიტების ძიებაშია. პატივს სცემს ძმის არჩევანს, მაგრამ ეს გზა მისთვის მიუღებელია და უკვირს, კიდეც, რატომ დგებიან ასეთი ჭკვიანი ადამინები ბოროტის სამსახურში. ,,იმპერია კრუხივით ჩეკავს ცუდ კაცებს'-ო .ამბობს დათა. თუმცა, გამონაკლისებსაც არ გამორიცხავს,. გრაფი სეგედი იმ ცუდთაგანია, რომელიც დათას მოკავშირეც ხდება, ანუ „ ბოროტსაც“ შეუძლია მიიღოს კეთილი სახე. "მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო" (იაკ. 4:8) ნაწარმოებში პერსონაჟთა გვარები მათი ცხოვრების წესსა და ხასიათს გვკარნახობს ,გვეხმარება მათი სახეების გახსნაში. კარიჭაშვილი, იალქანიძე , კარიძე ასევეა დათას შემთხვევაშიც.,„.“თუთაშხა“-მთვარეს ნიშნავს . მთვარე - წინარე ქრისტიანულ პერიოდის ღვთაებაა.წმინდა გიორგის წინარე სახე.რომელსაც ქართველები თაყვანს სცემდნენ მას წარმართულ წარმოდგენებში.. დათას გვარით , კი ავტორი მიგვანიშნებს,რომ იგი გაიგივებული ჰყავს წმინდა გიორგისთან. დათა თუთაშხია ბოროტებასთან შეურიგებელი ზნეობრივი გმირი მსგავსებითი სახეა წმინდა გიორგისა., მსგავსებითი სახეა უფლისა. ამიტომაცაა, რომ მისივე იუდასგან გაცემული, ბოროტებაზე შურისძების ნაცვალდ, მიტევებას მიაგებებს, მკვლელს ტოვებს თავის ცოდვასთან და გადის ამ ქვეყნიდან. ამაღლდება და მიწაზე ტოვებს სიცოცხლის ლეგენდას. ...დრომ შეუმჩნევლად გაირა. გვიან დავიშალეთ.
$$$
. დარბაზი გადაჭედილიყო. ანდა, ვინ გამოტოვებდა ასეთ დღეს. მწერლები, მსახიობები, მხატვრები ... -ლილი ნუცუბიძე, ,ზურაბ კუხიანიძე, ამირან გვილავა, დავით კვიცარიძე... ჩვენი სახელმწიფო ანსაბლის ქორეოგრაფები სოლისტები , მუსიკოსები. ალბათ, ყველას (ჩემსავით) აწუხდება, რომ დოკუმენტური ფილმი ახანგრძლივებდა სურვილს მწერალთან დროულად შეხვედრისას. „ქვანი ნაშალნი“-რეჟისორ შონიას გადაღებული დოკუმენტური ფილმი საოცარი პრელუდია აღმოჩნდა საღამოსათვის. ფილმის დირექტორის ჭაბუა ამირეჯიბის წარდგენის გარეშეც, იგი უდავოდ დიდ ყურადღებას იმსახურებდა. დღემდე გამომყვა ის შთაბეჭდილება - შუქები აინთო გარინდულიყო დარბაზი. სცენაზე იდგა მოგრძო მაგიდა. ძვირფასი გადასაფარებელით.მაგიდას უსხდნენ მოწვეული სტუმრები. ორ მამაკაცს შუა სამოც წელს გადაცილებული მხრებში ოდნავ მოხრილი წარმოსადეგი პიროვნება, გამხდარი, უფრო ხმელი პირისახით, მაღალი ყვრიმალებით და მიმინოსავით მომზირალი პიროვნება სავარძელში დაბრძანებულიყო. . ერთერთი სტუმართაგანი წამოდგა და წარუდგინა მაყურებელს მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, დარბაზში ტაშმა იგრიალა. ჭაბუა მშვიდად იჯდა,ალბათ ,ცოტა ,დარდიმანდულადაც,კი. მაგიდაზე სათვალეს დროდადრო ხელით ათამაშებდა და დარბაზსაც ხშირად გაჰხედავდა, ხოლმე.„ალბათ. დათაც ასე იყურებოდა“-გავიფიქრე. დიახ, მსში ვეძებდი ჩემს საყვარელ გმირს. ისე, როგორც კონსტანტინეში ვხედავდი თარაშს, დოსტოევსკიში- მიშკინსა და ჯეკ ლონდონში-მარტინ იდენს. ... დაიწყო .... იგი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიდიოდა. .დარბაზიდან მიწოდებულ წერილებს ორი თანმხლები მამაკაცი მაგიდაზე აწყობდა, ხსნიდა და ხმამაღლა კითხულობდა . მწერალი პასუხი სცემდა.
დასაწყისიში კითხვები უფრო მეტად პირადულ თმებს დაბადების თარიღს, ადგილს, სკოლას ეხებოდა, ანუ „მოთელვითი ხასიათის იყო. „თქვენზე ამბობენ, ნაწარმოები კონსტანტინე გამსახურდიასგან მიითვისაო“-შეკითხვა. „ეს, ბრალდება ჩემთვის დიდი პატივი და დიდი შეფასებაოო“- ძალიან ღირსეული პასუხი იყო. იგრძნობოდა,რომ ელოდა და ეს,პირველად არ უკითხავთ. შეკითხვა:“ბატონო ჭაბუა, კინოსტუდიის ადმინისტრაციაში მუშაობა, როგოც მწერალს, ხელს არ გიშლით შემოქმედებაში, დროს არ გართმევთ?“ “ „და იქმნა კაცი ასპარეზად პირუთვნელი მსახურებისა და მსხვერპლად მისვლისა;... სოფელი სივრცედ მიგებისათვის სიყვარულისა,რომელ იყო ღმერთი." - ჩემთვის,გულში ,“თავხედურად“ დავასწარი პასუხი. „მე ის კაცი არ ვარ, ჰონორარს ველოდო, ჭამა ხომ მინდა და სმა.“--გაისმა მწერლის დამცინავნარევი პასუხი .დარბაზს გაკვირვების ტალღამ გადაუარა.
„მუშნი ზარანდია საბჭოთა სამართალდამცველების პროტოტიპია?“- იყო შეკითხვა ,განსაკუთრებული სიჩუმე ჩამოწვა პასუხის მოლოდინში. საზოგადოებისათვის ნაწარმოები დისიდენტურად მიიჩნეოდა,მაგრამ .აშკარად,ავტორისგანაც სურდა ამის მოსმენა „ თქვენ, ხომ არ გაგიჟდით? მილიცია რომ არ იყოს,რა გეშველებოდათ, თქვე უბედურებოო,ხომ ერთმანეთს დაჭამდითო.“-იყო მწერლის პასუხი.უკვე, შეიმჩნეოდა,რომ ნელნელა, დაძაბულობამ იმატა. დარბაზში უსიამო ხმები გაისმა.“ასეა ეს!“-წამოიძახა ჭაბუამ დათას აქცენტით, მაგრამ არავის გაუგონია.დარბაზში ნელნელა ქრებოდა კეთილგანწყობა.ამას, გამოგზვნილი შეკითხვებიც ადასტურებდა. „დაასახელეთ,“დათა თუთაშხიამდე“ რა გაქვთ დაწერილი?“, „ამჟამად , რას წერთ?“ „ მოჰყევით თქვენი წარსულის შესახებ!“ , „ამ ნაწარმოებში თქვენ ,რომელ პერსონაჟთან გრძნობთ სულიერ ნათესაობას, ნიკადრო ქირიასთან,,შვანგირაძესთან, თუ-მეწისქვილესთან?“ და დანარჩენი შეკითხვები, უკვე , იყო , ირონიული და გამომწვევი ,.აშკარად,დარბაზში ისხდნენ ისეთებიც, რომელთაც კარგად მოეხსენებოდა მწერლის წარსულიდან, ჩვენთვის დაფარული ეპიზოდები. ჭაბუა დაიბნა, მიხვდა შეცდომას,მაგრამ,უკვე გვიანი იყო. მან ვერ შეაფასა თავიდანვე, „პროვინციელი“მაყურებელი. არცთუ დიდი მოკრძალებით იყო განწყობილი მათ მიმართ.ამდენად არც ცდილა რომ უკეთესად წარმოჩენილიყო. ახმაურებულ, უფრო სწორად, აყაყანებულ დარბაზში უკვე,აბუზული იდგა და ამპარტავნული ტონი სადღაც, გამქრალიყო, ყველაფერზე ერთიდაიგივეს პასუხობდა ლუღლუღით : „როცა მოვკვდები ნეკროლოგში წაიკითხავთო“. „ასეა ეს!“--უცებ, დააყოლებდა,დათა თუთაშხიასავით, ხოლმე მეგრული აქცენტით. ეს, იყო ერთადერთი ფრაზა, რაც, მწერალმა რომანიდან რამდენჯერმე გააჟღერა.სხვამხრივ, ნაწარმოები და მწერალი აცდენილად გამოიყურებოდნენ. ოღონდ, ახლა დაეღწია თავი, სიკვდილის მერე, აღარ დაეძებდა, რა მოხდებოდა. ერთმა შეკითხვამ კი, წერტილი დაუსვა. ამ შეხვედრას, საბოლოოდ. : „ბატონო, ჭაბუა, თქვენ, თუ გაქვთ წაკითხული „დათა თუთაშხია?“--აქა-იქ სიცილი გაისმა. დასასრული არავის გამოუცხადებია.არც არვინ, , არავის გამომშვიდობებია. გულნატკები საზოგადოება ხმაურით ტოვებდა დარბაზს.... ეპილოგი ჩვევა მაქვს: ყოველთვის, დამარცხებულის მხარეს ვარ გულში.., წაქცეული მებრალება,ხოლმე. სტადიონზეც, როცა,ჩვენი ლეგენდარული დინამოელები ამარცხებდნენ, უძლიერეს მეტოქეებს „ლივერპულს,“ „ ვესტ ჰემს“, „ტოტენჰემს“..., როცა,ტრიბუნები ზანზარებდა ქართველების ბედნიერი შესძახილებით, ალბათ, ერთადერთი გულშემატკივარი გახლდით, ვინც, ცრემლიანი მიაცილებდა მოედნიდან დამარცხებულ გუნდს. ახლაც, ასე ვიდექი,ახლაც, იგივე განცდა მქონდა.. და .ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“? -ამაზე ფიქრისთვის არ მეცალა. თუმცა, იმ დღეს გავეცი პასუხი ადრე აკვიატებულ შეკითხვას,რატომ არ მოაწერა ჭაბუა ამირეჯიბმა (და კიდევ, რამდენიმე ცნობილმა პიროვნებამ) ხელი გეგა კობახიძის ,სოსო წერეთელის და ძმები ივერიელების დახვრეტის შეწყალების თხოვნას ხელი. არ მოაწერა,მაშინ,როცა თავად ამბობს: „... და იქმნა კაცთათვის: ..მეგობარი - საზომად სულგრძელობისა და სამჟღავნებლად თავდადებიასა თვისისა;.. „
პ.ს. ეს სკანდალური შეხვედრა მწერალ ჭაბუა ამირეჯიბთან არც, საბჭოთა პრესაში და არც, ტელევიზიაში გახმაურებულა.(???)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. -05-03 17:04:28 8.მთავარი არის ის რომ არ დაიკარგა გენიალური ნაწარმოები "დათა თუთაშხია" და ჩვენ ამით ბედნიერები ვართ.
გეთანხმებით,ძვირფასო მუხა. ძალიან კარგია,რომ "დათა თუთაშხია" არ დაიკარგა. -05-03 17:04:28 8.მთავარი არის ის რომ არ დაიკარგა გენიალური ნაწარმოები "დათა თუთაშხია" და ჩვენ ამით ბედნიერები ვართ.
გეთანხმებით,ძვირფასო მუხა. ძალიან კარგია,რომ "დათა თუთაშხია" არ დაიკარგა.
8. მთავარი არის ის რომ არ დაიკარგა გენიალური ნაწარმოები "დათა თუთაშხია" და ჩვენ ამით ბედნიერები ვართ. მთავარი არის ის რომ არ დაიკარგა გენიალური ნაწარმოები "დათა თუთაშხია" და ჩვენ ამით ბედნიერები ვართ.
7. ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა იყო "მოარული ჭორი" , "დათა თუთაშხიას" ავტორობაზე, თუმცა მე მჯერა, რომ კონსტანტინე გამსახურდია არ იყო ავტორი "დათა თუთაშხია" სი და არც მისგან არაფერი მიუთავსებია. ხოლო მართლაცდა ვინ არის ავტორი "დათა თუთახშიასი" ამაზე პასუხი მე არა მაქვს, "მოარულ ჭორებს ვერ ავყვები. გააგრძელეთ ამ თემაზე წერა , საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე. ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა იყო "მოარული ჭორი" , "დათა თუთაშხიას" ავტორობაზე, თუმცა მე მჯერა, რომ კონსტანტინე გამსახურდია არ იყო ავტორი "დათა თუთაშხია" სი და არც მისგან არაფერი მიუთავსებია. ხოლო მართლაცდა ვინ არის ავტორი "დათა თუთახშიასი" ამაზე პასუხი მე არა მაქვს, "მოარულ ჭორებს ვერ ავყვები. გააგრძელეთ ამ თემაზე წერა , საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე.
6. საინტერესოა, ამიტომ 555 რაც შეეხება კითხვას, ვინ დაწერა? , ალბათ ყველა მკითხველს თავისი პასუხი აქვს - მე კი ნიკალას სიტყვები მახსენდება, წმინდა გიორგი რომ მათრახით ედგა თავზე, დახატე ნიკალა, დახატეო, რომ აძალებდა ... ალბათ აქაც ასე იყო, ვიღაცას, და შეიძლება ჭაბუასაც მათრახით ედგა წმინდა გიორგი, დაწერეო :) საინტერესოა, ამიტომ 555 რაც შეეხება კითხვას, ვინ დაწერა? , ალბათ ყველა მკითხველს თავისი პასუხი აქვს - მე კი ნიკალას სიტყვები მახსენდება, წმინდა გიორგი რომ მათრახით ედგა თავზე, დახატე ნიკალა, დახატეო, რომ აძალებდა ... ალბათ აქაც ასე იყო, ვიღაცას, და შეიძლება ჭაბუასაც მათრახით ედგა წმინდა გიორგი, დაწერეო :)
5. 5 ქუთათურები :)))
5 ქუთათურები :)))
4. საინტერესო მასალაა. მაინც, ვინ დაწერა ნეტავ, ეს გენიალური წიგნი? საინტერესო მასალაა. მაინც, ვინ დაწერა ნეტავ, ეს გენიალური წიგნი?
2. ძალიან საინტერესოა. კარგი განხილვაცაა და შეხვედრის ყველა დეტალიც ზუსტადაა მოთხრობილი.. . ერთერთი მეც ვიყავი იმ დარბაზში. დიდი ინტერესით ვისმენდი დასმულ შეკითხვებს და მწერლისაგან გაცემულ პასუხებს. მაინტერესებდაა ამ გენიალური ნაწარმოების შესახებ ავტორისეული მოსაზრება ., ეს იყო სამარცხვინო შეხვედრა ქუთაისელი მაყურებელი არ იმსახურებდა ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას. ჩვენს ქალქს მარტო გალაკტიონიც ეყოფა სახელად.არ შეიძლება ასეთი ზნეკეთილი დათა ამ კაცისგან შექმნილიყო. დიდხანს იხსენებდნენ ირონიით ამ შეხვედრა ს მადლობა კრავაის ამ დოკუმენტური მასალის ,შემონახვისთვის და ასე საინტერესოდ გადმოცემისთვის ძალიან საინტერესოა. კარგი განხილვაცაა და შეხვედრის ყველა დეტალიც ზუსტადაა მოთხრობილი.. . ერთერთი მეც ვიყავი იმ დარბაზში. დიდი ინტერესით ვისმენდი დასმულ შეკითხვებს და მწერლისაგან გაცემულ პასუხებს. მაინტერესებდაა ამ გენიალური ნაწარმოების შესახებ ავტორისეული მოსაზრება ., ეს იყო სამარცხვინო შეხვედრა ქუთაისელი მაყურებელი არ იმსახურებდა ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას. ჩვენს ქალქს მარტო გალაკტიონიც ეყოფა სახელად.არ შეიძლება ასეთი ზნეკეთილი დათა ამ კაცისგან შექმნილიყო. დიდხანს იხსენებდნენ ირონიით ამ შეხვედრა ს მადლობა კრავაის ამ დოკუმენტური მასალის ,შემონახვისთვის და ასე საინტერესოდ გადმოცემისთვის
1. ეს კია სკანდალი.
პროდვინუტები აყაყანდებიან. მარა, სიმართლეს ვინგაექცევა
მეც ვფიქრობდი ამას დიდი ხანია. ეს კია სკანდალი.
პროდვინუტები აყაყანდებიან. მარა, სიმართლეს ვინგაექცევა
მეც ვფიქრობდი ამას დიდი ხანია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|