ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2021


ჯვარი მომაშველე

ახლა, ვაგონია ჩემი ჭერი,                       
იქით, ვულკანი, აქ, კი-- რუა,                         
ნაწნავი ძირში შევიჭერი,
ზარი შემოკარი  ლაბახუა.
იქ,, ღამურაა და აქ, ხარია.
აღმოსავლეთიდან მოსული ვარ.
ჯვარი დამეკარგა,  მახარია.
საშვილოსნოს გარე ორსული ვარ,
იქ კემბრიჯია და ოქსფორდია,
აქეთ,  ცარიელი ქოხებია.
რაღა დროის ჯაიფია ,  ფოქსტროტია,
რა  დროს ფხოვია  და მოხევეა.
ხმალი აღარავის  უკავია,
უფრო , ანაშაა,ჰაშიშია
შენ, არ მიმატოვო ლუკაია,
ახლა,  მიტოვება  საშიშია.
,იმ  გზაჯვარედინზე  გამაბახეს.
კაბა ამხადეს და  ძვლებს  მითვლიან,
საყელოში აღარც ვმალავ სახეს.
ახლა, რაღა დროის სირცხვილია...
ჭაობი    ჭრიჭინებმა  გააყრუა,
სისინმა  გველის წიწილების,
ჯვარი მომაშველე ,  ლუკაია
უკვე,ნელანელა ვიძირები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები