ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2021


„სერიოზული ხუმრობა“

ხელის ჩაქნევის საშუალებას
არ მაძლევს ზოგი,
ვთქვა: მორჩა!
...და მდუმარებამ
მომიცვას მორგის.
იქვე, დუმილის უფლებასაც მირღვევს, მიკარგავს.
გულმოსასვლელი ირონიით რადგან მიქარავს.

„ქალი პოეტი?????
ნუ მიწყენთ და...მე მახსენდება,
პაწია ჭკუა,
კოხტა თხა და...
ბარდის ფურცელი.“

განა გაექცა მას ამდენი კითხვის ნიშანი?
დასვა,
რადგანაც პასუხი სურს,
დინჯად მოელის.
აბა, სხვა რა უნდა უნდოდეს პოეტს?
მხიარული ღიმილაკები?
ნუთუ ამისთვის მიმართა
ამ მიეთ-მოეთს?!

„ სერიოზული ხუმრობა“_ო!
- ხუმრობა ყარდა!
რადგან ვერაფერს ვხედავდი
დაცინვის გარდა.

„ქერის ყანაში
როდის იყო პური ეთესა,
ოქროს ვაშლები ვერხვის ტოტებს
ვინ მიაშავა.
სხვისი რა ვთქვა და...
მე თუ მკითხავთ,
ეს პოეტესა,
პოეტზე უფრო კარგი ნაშაა.“

აი, ასეთი ქალის მიმართ მიჩნდება შური,
როგორ შეძლო და დაიპყრო
ამ პოეტის გული?!
არც იმედი და არც  სხვა რამ მისცა
მას ინსტრუმენტად,
არაფერი,
დაცინვის გარდა.
შეცდომის მესმის,
მაგრამ მაინც,
„სერიოზული ხუმრობა“ ყარდა!

თუკი ამ ლექსის ფასი არ იყო  კაპიკზე მეტი?
მე რაღამ ამჭრა?
რამ შემაშფოთა?
რამ დამხვია თავბრუ და რეტი?
მართლა არ ვამბობ ფუჭად და ყალბად,
რომ ვთქვა: მე მეხება-მეთქი,
კაცი კუდუსუნს მოიტეხს
სიცილით, ალბათ,
თუნდაც ლექსები, დასაცინი,
მეყაროს ჭარბად.
მაინც,
იმ ნაშასგან განსხვავებით ,
არა ვარ ნაშა...

იმ ლექსის ქვეშ კი,
ამხნევებენ ერთმანეთს ქალნი:
- შენ არ გეხება, არც მე! -
არიან მშვიდნი.
იღიმებიან თავისთვის,
ჯერჯერობით არიან შვიდნი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს