ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2021


* * *

აქ ზედმეტია
ბანალური სიტყვები:
წვიმა
ცრემლი ყვავილი
ჟანგბადი თუ უჟანგბადობა...
არც თვითმკვლელობა
გაამართლებს
არც სისხლის ტბები...

უბრალოდ ვზივარ
საღამოა
ვუყურებ მირაჟს -
რომ მოხვედი და
მიზიხარ გვერდით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები