ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2021


ჰაიკუები 2

* * *
ცხელი შუადღე.
მოციგურავე თვალს ვერ
აშორებს უძრავ ტბას.

* * *
დადგა თავდაყირა
დედამიწა. ტირიფი
ისევ ტიროდა.

* * *
ბნელ კარადაში
დატოვეს პალტოები
ზამთრის შუქამდე.

* * *
თოვლმა დაფარა
კორპუსები. გვირაბი
გამყავს შენს ფანჯარამდე.

* * *
პალმის ჩრდილს
ქოქოსი დაეცა. დაისამდე
სივდებოდა კოპი.

* * *
იყურება თვითმკვლელი
ცათამბჯენიდან. მარტის
ღრუბელი ეფარება ქალაქს.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები