ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
20 მარტი, 2021


გამოხმაურება ოთარ რურუას ლექსზე ,,დედა“

        გამოხმაურება ოთარ რურუას ლექსზე ,,დედა“

იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ოთარის შემოქმედება გამოირჩევა პატრიოტიზმითა და თავისებური პრიმიტივიზმით, რომელმაც საკუითარი ხელწერის სახე მიიღო და ადვილად გამოსარჩევი გახდა სხვა ავტორთაგან, ჩამოუყალიბდა საინტერესო სტილი. მე ვიტყოდი, რომ მისი შემოქმედების ე.წ. ვერსიფიკაციული პრიმიტივიზმი, რაღაცით წააგავს ფერწერაში ფიროსმანის შემოქმედებით პრიმიტივიზმს. ალბათ გულწრფელობასა და თავისუფლების ხარისხსში, სისადავეში, სიყალბის სრულად გამორიცხვაში.

ლექსის ტაეპი ოთხტერფიანია, ათმარცლოვანი მეტრული საზომითა და რიტმის ასიმეტრიულობით, რითმა ჯვარედინი. რაც ძირითადად დამახასიათებელია მისი მთლიანი შემოქმედებისთვის, თუმცა ბატონი ოთარის ლექსებში გვხვდება სხვა ფორმებიც.

ავტორი ლექსს უძღვნის გარდაცვლილ დედას, განიცდის მასთან განშორებას და შემოქმედს შესთხოვს, მარადიულ სასუფეველში მის გვერდით ადგილის დამკვიდრებას. ამ თხოვნას მხატვრული თვალსაზრისითაც საინტერესოდ გადმოსცემს:

                                                  ,,მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან,
                                                  მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა,
                                                  მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად,
                                                  როცა მიმიღებს მარადისობა“

ლექსის წაკითხვის შემდეგ მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქმოს იგი ავტორის ერთგვარი ,,გედის სიმღერაა“, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა და გასაველი გზის გრძელი მანძილისა.

საკუთარი თავის მიმართ გამოთქმული კრიტიკული დამოკიდებულება, მის პესიმისტურ განწყობაზე მიუთითებს, რომელიც მკითხველზეც აისახება, რაც ჩემი აზრით მთლად გამართლებული არ არის.

ბატონ ოთარს იმქვეყნიური ცხოვრების რწმენა თავად ლექსში აქვს გამოხატული, ამიტომ ერთ რომელიმე სტროფში სიცოცხლის მშვენიერებაზეც უნდა გაემახვილებინა ყურადღება, რომელიც ადამიანს მართლად ცხოვრების შესაძლებლობას აძელვს და სამოთხისკენ მიმავალ გზას უჩვენებს ... დედასთან მისასვლელ გზას.                                                                                                         
                                                                                                    თემური 57

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს