ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 მარტი, 2021


გენრი დოლიძის შესახებ

გენრი დოლიძე გულმხურვალე მამულიშვილი, პოეტი და მთარგმნელია. მისი ლექსები ეროვნული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი! არის რამდენიმე კრებულის ავტორი. მისი ერთ-ერთი კრებულის წინასიტყვაობა ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის. იყო გამომცემლობა „მერანის“ ხელმძღვანელი.

ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:

,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.

გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.

მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მამულიშვილებს

მამულიშვილნო! მიყვარხართ,
დიდია თქვენი ამაგი,
ჯიხვის რქით დამილოცნია
ჩვენი ჯიში და ალაგი.

იყო დიდგორი, შამქორი,
ცხრა აპრილი და შინდისი,
ყველა ერთგული ქართველი
არის ამ ქვეყნის სინდისი.

თავისუფლებას უმღერის
დღეს მათი შთამომავლობა...
სამშობლოს სამსახურისთვის
მამულიშვილებს - მადლობა!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები