ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2021


შენდობას ვითხოვ

შენდობას ვითხოვ, მსურს შემინდოს ჩემმა ქალაქმა,
ჩემმა სოფელმაც მომიტევოს თუ აქვს უნარი,
დედის საფლავზე ვერ ვახერხებ ხშირად გასვლას და
მაქვს სამახსოვროდ სიყვარული გაუხუნარი.

შენდობას ვითხოვ, თუმც შენდობა არის ღვთიური,
თუ რამ შევცოდე, მომიტევოს ბეჩავს იესომ,
ვარ ჩემს სათქმელთან გულწრფელი და ემოციური,
ამ გულმა: ქრისტე უეჭველად გაპატიებსო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები