მე ძლიერ მიყვარს მოწეულზე ბროდსკი და ბრეხტი. მე რახანია აღარ ვუსმენ ამათ გამომთრევთ. მოდი ,გამოვთვრეთ, მეგობარო, ბენჟამინ ლეხტერ, მოდი, გამოვთვრეთ!
რომ არაერთხელ გაგვახსენდეს, რომ არაერთხელ... რა უმნიშვნელო არის ახლა გემო, ხარისხი. ერთიც დამისხი, მეგობარო ბენჟამინ ლეხტერ, ერთიც დამისხი!
ჩვენ გავიქეცით სახლებიდან, გაქცევა ჩვენი საჭირო იყო ჰაერივით, მაგრამ ხანდახან დაბრუნებაა ეს ცხოვრება და მავნე ჩვევებს ედება სახლში გამოკეტვა, როგორც ყადაღა. თუ ვაგონდებით, ვაგონდებით დროდადრო ჩვენებს, უღელტეხილის, ზღვების იქით, მთების გადაღმა.
უკანასკნელი ცხოვრებაა, ცხოვრება ვიცი. სხვებმა კი ,სხვებმა ამინდებზე ილაპარაკონ. ატვირთულია ყველა ლექსი "ურაკპარაკზე" და გულიც რაღაც სხვანაირად ფეთქავს და მიცემს. სქელი ნისლები ეხვევიან ბებერ ბარაკონს , ძალიან მალე გინახულებ- გპირდები, ვფიცავ.
თურმე, ასეთი ყოფილაო, რას ვიზამთ აწი?! თურმე, შინ სურდა დაბრუნება, სურდა თურმე შინ... ჩვენც ხომ დავმარხეთ ერთი კაცი, გულღია კაცი. ჩვენც ხომ დავმარხეთ ერთი კაცი ყვითელ ხურმებში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. იმედი მაქვს, ჩვენში გავრცელებული ტრადიციის თანახმად, მისი ნაწარმოების კრიტიკის გამო ავტორი არ გამინაწყენდება. :)
დანარჩენს არ ვეხები, მაგრამ მოწეულზე ბროდსკის და ბრეხტის სიყვარული არც ლექსისთვის და არც ისე მიმაჩნია სერიოზული, შესაფერისი და კარგი. პირადად მე კი თრობის ნებისმიერი სახით სტილიზაციის და მითუმეტეს რომანტიზაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არა ცხოვრებაში :) სხცა შემთხვევაში არც კომენტარს დავტოვებდი, მაგრამ ასეთი ავტორისგან "მე ძლიერ მიყვარს მოწეულზე ბროდსკი და ბრეხტი" მეუხერხულება... იმედი მაქვს, ჩვენში გავრცელებული ტრადიციის თანახმად, მისი ნაწარმოების კრიტიკის გამო ავტორი არ გამინაწყენდება. :)
დანარჩენს არ ვეხები, მაგრამ მოწეულზე ბროდსკის და ბრეხტის სიყვარული არც ლექსისთვის და არც ისე მიმაჩნია სერიოზული, შესაფერისი და კარგი. პირადად მე კი თრობის ნებისმიერი სახით სტილიზაციის და მითუმეტეს რომანტიზაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არა ცხოვრებაში :) სხცა შემთხვევაში არც კომენტარს დავტოვებდი, მაგრამ ასეთი ავტორისგან "მე ძლიერ მიყვარს მოწეულზე ბროდსკი და ბრეხტი" მეუხერხულება...
8. მაგარი პოეტის მაგარი ლექი +++++ მაგარი პოეტის მაგარი ლექი +++++
7. რაო თოლია? კონიაკიო? მე არ მეპატიჟებით?
მოგიკითხე თემო კარგი კაცი ხარ და მინდა რომ ძალიან მაგრად იყო
ატვირთულია ყველა ლექსი "ურაკპარაკზე" - ეს ნამეტანი მომეწონა :)))
კარგია რაო თოლია? კონიაკიო? მე არ მეპატიჟებით?
მოგიკითხე თემო კარგი კაცი ხარ და მინდა რომ ძალიან მაგრად იყო
ატვირთულია ყველა ლექსი "ურაკპარაკზე" - ეს ნამეტანი მომეწონა :)))
კარგია
6. ისე ბროცკიც კაია და ბროდსკიც, პა ბროცკი ))) ისე ბროცკიც კაია და ბროდსკიც, პა ბროცკი )))
5. რა ძალიან კარგია 5+
რა ძალიან კარგია 5+
4. ძალიან,ისევ. ძალიან,ისევ.
3. :))) გუდ ჯობ :))) გუდ ჯობ
2. ძვირფასი ავტორ-ადრესატი.
კონიაკი ჩემზე იყოს :)
ძალიან კარგია ესეც.
ძვირფასი ავტორ-ადრესატი.
კონიაკი ჩემზე იყოს :)
ძალიან კარგია ესეც.
1. მერგო პატივი პირველს შემეფასებინა :) შესანიშნავია! მერგო პატივი პირველს შემეფასებინა :) შესანიშნავია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|