ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 მარტი, 2021


შედევრთა შესახებ და გამო

ნინო დარბაისელი

შედევრთა შესახებ და გამო
- - - - - - - -

რატომ არ შეგვიძლია, დღეს დაწერილი ლექსი ან რომელიმე ლიტერატურული, თუნდაც საუკეთესო ქმნილება -  შედევრად ვაღიაროთო?!

აი რატომ:

შედევრს - ნამდვილად სჭირდება დროითი გამოცდა, დროითი დისტანცია.
ეს უპირველესად, დროგამძლე (!)  ქმნილებას ნიშნავს ხელოვნებისა.
საიდან მოდის ეს სიტყვა?!
ძველად სახვითი თუ მუსიკალური ხელოვნების დიდოსტატები ქმნიდნენ რაიმე ისეთს, სანიმუშოს, რისი  მიბაძვისას ოსტატობის შეძლებისდაგვარად დაუფლებაც -  შეგირდთა პროფესიონალურ ზრდას, და-ოსტატებას განაპირობებდა (მაგ მონა ლიზა,  პაგანინის კაპრიჩიოები და ა.შ.)

    სხვამხრივ ეს სიტყვა ლიტერატურაში - უფრო პროფესიონალური სლენგია და ნიშნავს ძალიან კარგ ტექსტს,
დაახლოებით იგივე ითქმის “გენიალურსა” და “გენიალობის”  შესახებ - როცა თანამედროვე ლიტერატურის სფეროთა მიმართ  ვიყენებთ ამ სიტყვებს.
  ამ ბოლო დროს სლენგ “შედევრის” “მასტერკლასით”  ჩანაცვლების  ტენდენციაც იკვეთება ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეული გაგებით, ეს ორი ტერმინი - სინონიმურია, თუმცა ერთმანეთს ვერ ფარავს. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ თუ მასტერკლასი - ოსტატის მიერ რაიმე ფორმით ჩატარებული გაკვეთილია, შედევრი - ეს არის დროითად -  მარადი გაკვეთილი,  ჩატარებული დიდოსტატის მიერ.
  ცოტა უცნაურ რაღაცას ვიტყვი ახლა და იმედი მაქვს, დაფიქრდება მკითხველი.
იმისთვის, რომ შედევრმა ,, იშედევროს”, მას ლიტერატურაში სჭირდება ეპიგონთა კლასის გაჩენა.
რუსთველს მთელი ექვსი საუკუნე ეპიგონები არ დალევია, გურამიშვილის გაჩენამდე.
  ვის ჰყავს მეოცე საუკუნის პოეტებიდან ყველაზე მეტი ეპიგონი საქართველოში?
    გალაკტიონს, ჭილაძეს... ამ სიის გასაგრძელებლად დრო გვჭირდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები