ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2021


^^^

სამარადჟამოდ,
სამარადჟამოდ დარჩება სევდა.
სულის ბნელ კუნჭულს ატყვია
იარად,
იარა, აწ განვლილ და გარდასულ დღეთა.
მე კვლავ ჩამესმის შენი ლოცვა,
ლოცვა ძლიერი.
მთელი გულით და მთელი არსებით
წარმოთქვამ
თითქოს სული გქონდეს სულიერად მკვდარი, მშიერი.
ვისმენ და მტკივა მთელი არსებით,
შენი ტკივილი
დაუძლეველი.
მსურს ვზიდო ცოტა, შეგენაცვლო
მეც ვიგრძნო, მაგრამ
მიუხედავად დიდი სურვილის
და მონდომების,
ვერანაირად, ვერაფრით გშველი.
ხმა გაძლიერდა,
ისე ჩამესმის როგორც წირვისას
დიდ ზართა რეკვა,
რა დარდს ინახავ
და რას განიცდი
ლოცვისას ისმის ვით ზათქი მეხთა.
ლოცვამ გიშველა,
გიშველა ლოცვამ.
მე ეს ვიგრძენი მთელი არსებით,
შენს მშვიდ თვალებში
ლოცვის დასასრულს
მე დავინახე შვება,
შვება რომლითაც შენს სულს ავსებდი.
მჯერა გაივლის,
დრო მკურნალია.
ბანალურია, მაგრამ ასეა!
ვოცნებობ გნახო კვლავ ბედნიერი,
სხივს აშუქებდეს შენი თვალები,
დღე რომ ღამდება და დრო მიიწევს
მთელი გულით მე მიხარია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები