აიკრიფა "ვეშ-მეშოკი" ცნობიერიდან ყველა საღმა აზრმა და ქვეცნობიერში გარდამისახლდა და ამის მერე, მხოლოდ გუმანით თუ ვხვდები რამეს, მხოლოდ გულისთქმა თუ მიმანიშნებს ავსა და კარგზე. ხანდახან ის ხმაც, ისე მიზარმაცდება, რომ მესიჯად კი არადა ჩურჩულით, მინიშნებითაც კი ეზედმეტება ხმის გაცემა. მერე რა, რომ მოტივაცია დავუკარგე და ერთ დიდ, ცოცხალ-მკვდარ, მოსიარულე კატასტროფად ვიქეცი, რომელიც სინდისის სიმებზე დაკრულ მუსიკაზე ცეკვავს ჩიჩოტკას. მერე რა, რომ ჩემს ქმედებებზე ყველას საკუთარი ინტერპრეტირების სურვილი უჩნდება და სულ წიხლზე ჰკიდიათ თავად ქმედება, როგორც ასეთი. მერე რა, რომ იასამნისფერი ოთახები გამიხუნდა, გამიხმა ეზოს ყველა იასამანი და ახლა სხვის გაზაფხულებზე, მხოლოდ სხვისი ბაღის იასამნებით ვტკბები. მერე რა, რომ გამბედაობა არ მყოფნის საკუთარის დარგვისათვის, რადგან სარეველებისა და სამყურებისაგან, მაყვალ-ბარდებისაგან მერიდება მიწის გასუფთავება, მეხათრება მათი ამოძირკვა. მერე რა, რომ მეც, უფრო ხშირად უკვე, ვიდრე ხანდახან , მეზარება ცხოვრება. მაინც ველი, ჩემი გული როდის მომაწვდის განძის კი არადა, ბედნიერების კოორდინატებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მუხა, "მაინც ველი, ჩემი გული როდის მომაწვდის განძის კი არადა, ბედნიერების კოორდინატებს." ველი :) სანამ ძალა შემწევს :) მუხა, "მაინც ველი, ჩემი გული როდის მომაწვდის განძის კი არადა, ბედნიერების კოორდინატებს." ველი :) სანამ ძალა შემწევს :)
14. არა, არა არა, "მეზარება ცხოვრება" არ თქვა არასდროს.
მერა რა რომ....
- ისევ მოვა გაზაფხული, ისევ აყვავდება ნუში, ისვე დაბრუნდება ცხოვრება და სიყვარული! არა, არა არა, "მეზარება ცხოვრება" არ თქვა არასდროს.
მერა რა რომ....
- ისევ მოვა გაზაფხული, ისევ აყვავდება ნუში, ისვე დაბრუნდება ცხოვრება და სიყვარული!
13. მერე რა, რომ პრინციპულად არ აგრძელებ მოთხრობას და გვტოვებ გაურკვევლობაში
იქითა ორშაბათიდან გაფიცვას ვიწყებთ იცოდე!!! :) მერე რა, რომ პრინციპულად არ აგრძელებ მოთხრობას და გვტოვებ გაურკვევლობაში
იქითა ორშაბათიდან გაფიცვას ვიწყებთ იცოდე!!! :)
12. ოთხჯერ მაინც წავიკითხე, დავწერე კომენტარი - წავშალე, დავწერე - წავშალე. შენი როგორ არ მჯერა, მაგრამ ამ განწყობას არ ვუჯერებ. არ მინდა დავუჯერო და იმიტომ. სარეველასთან ხათრი რა მოსატანია, გაიღიმე, „გაატარე“ უცნაური არ გეგონოს შინაარსზე რომ ვამახვილებ ყურადღებას, ჯერ ადამიანი, მერე პოეზია, ჩემთვის ასეა.
:-* <3 ოთხჯერ მაინც წავიკითხე, დავწერე კომენტარი - წავშალე, დავწერე - წავშალე. შენი როგორ არ მჯერა, მაგრამ ამ განწყობას არ ვუჯერებ. არ მინდა დავუჯერო და იმიტომ. სარეველასთან ხათრი რა მოსატანია, გაიღიმე, „გაატარე“ უცნაური არ გეგონოს შინაარსზე რომ ვამახვილებ ყურადღებას, ჯერ ადამიანი, მერე პოეზია, ჩემთვის ასეა.
:-* <3
11. დილამშვიდობისა! ყველას უღრმესი მადლობა განწყობის გაზიარებისა და გვერდში დგომისთვის. ქ-ო მანანა, ხდება კი ასეც, მაგრამ ზოგჯერ ლექსებით, ზოგჯერ სხვა ხრიკებით ვებრძვი ყოველგვარ პესიმისტურსა და მიუღებლად არაპოზიტიურს :) დილამშვიდობისა! ყველას უღრმესი მადლობა განწყობის გაზიარებისა და გვერდში დგომისთვის. ქ-ო მანანა, ხდება კი ასეც, მაგრამ ზოგჯერ ლექსებით, ზოგჯერ სხვა ხრიკებით ვებრძვი ყოველგვარ პესიმისტურსა და მიუღებლად არაპოზიტიურს :)
10. საოცრად უბრალოდ და ლამაზად გადმოცემული განწყობაა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ თქვენ:
"ერთ დიდ, ცოცხალ-მკვდარ, მოსიარულე კატასტროფად ვიქეცი, რომელიც სინდისის სიმებზე დაკრულ მუსიკაზე ცეკვავს ჩიჩოტკას....
უფრი ხშირად უკვე, ვიდრე ხანდახან , მეზარება ცხოვრება."
მგონი პირიქითაა :) 5 საოცრად უბრალოდ და ლამაზად გადმოცემული განწყობაა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ თქვენ:
"ერთ დიდ, ცოცხალ-მკვდარ, მოსიარულე კატასტროფად ვიქეცი, რომელიც სინდისის სიმებზე დაკრულ მუსიკაზე ცეკვავს ჩიჩოტკას....
უფრი ხშირად უკვე, ვიდრე ხანდახან , მეზარება ცხოვრება."
მგონი პირიქითაა :) 5
9. "... და ახლა სხვის გაზაფხულებზე, მხოლოდ სხვისი ბაღის იასამნებით ვტკბები." სხვისი შექმნილი მშვენიერება, იქნება ხელოვნების ნიმუში თუ ბაღი, გვასაზრდოებს შთაგონებით. შთაგონებამ ქმედების იმპულსი უნდა მოგვცეს.
ალალია ნაწერი, ახლოს მოდის. "ვეშ-მეშოკის" შესახებ მათეს ვეთანხმები, მაგრამ ვერც მე ვხსნი თუ რატომ უხდება. "... და ახლა სხვის გაზაფხულებზე, მხოლოდ სხვისი ბაღის იასამნებით ვტკბები." სხვისი შექმნილი მშვენიერება, იქნება ხელოვნების ნიმუში თუ ბაღი, გვასაზრდოებს შთაგონებით. შთაგონებამ ქმედების იმპულსი უნდა მოგვცეს.
ალალია ნაწერი, ახლოს მოდის. "ვეშ-მეშოკის" შესახებ მათეს ვეთანხმები, მაგრამ ვერც მე ვხსნი თუ რატომ უხდება.
8. მალე გეპოვოთ ეგ კოორდინატები. მალე გეპოვოთ ეგ კოორდინატები.
7. მომწონს. ძალიან საინტერესოდაა დახატული გულისმიერი განცდები. ვფიქრობ, აქ შეიძლება ამ ბარბარიზმის - ,,ვეშ-მეშოკის''- დატოვება, რადგან რაღაც კიდევ სხვა მნიშვნელობას სძენს ამ,, ყველა საღი აზრის აკრეფას'', უფრო ამძაფრებს, თუ არ ვიცი, სიტყვა ვერ მიპოვია..... წარმატებები. გმადლობთ. მომწონს. ძალიან საინტერესოდაა დახატული გულისმიერი განცდები. ვფიქრობ, აქ შეიძლება ამ ბარბარიზმის - ,,ვეშ-მეშოკის``- დატოვება, რადგან რაღაც კიდევ სხვა მნიშვნელობას სძენს ამ,, ყველა საღი აზრის აკრეფას``, უფრო ამძაფრებს, თუ არ ვიცი, სიტყვა ვერ მიპოვია..... წარმატებები. გმადლობთ.
6. ძალიან დიდი მადლობა ყველას! აიკრიფას შევცვლი მზიანე - მადლობა ვეშ-მეშოკი კი ის სიტყვაა, რაზეც მთელი მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტი ავაგე, ასე რომ დროებით დავტოვებ და იმედი მაქვს ძალიან არ გამიბრაზდებით - ზურგჩანთის ნაცვლად თუ ამ უწყინარ ბარბარიზმს გამოვიყენებ .
ძალიან დიდი მადლობა ყველას! აიკრიფას შევცვლი მზიანე - მადლობა ვეშ-მეშოკი კი ის სიტყვაა, რაზეც მთელი მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტი ავაგე, ასე რომ დროებით დავტოვებ და იმედი მაქვს ძალიან არ გამიბრაზდებით - ზურგჩანთის ნაცვლად თუ ამ უწყინარ ბარბარიზმს გამოვიყენებ .
5. მცირედი აკრების შეცდომაა პირველ სიტყვაში ფლორე, ,,აიკრიფა""უნდა იყოს...და მეც დავწთანხმები კრავაის აზრს: ქართული შესატყვისი უფრო მოუხდებოდა... მცირედი აკრების შეცდომაა პირველ სიტყვაში ფლორე, ,,აიკრიფა""უნდა იყოს...და მეც დავწთანხმები კრავაის აზრს: ქართული შესატყვისი უფრო მოუხდებოდა...
4. კარგია, ფლორე,"მერე რა, რომ იასამნისფერი ოთახები გამიხუნდა,""მხოლოდ სხვისი ბაღის იასამნებით ვტკბები"...
ჩემი მიკრძალებული აზრით, უცხო სიტყვები რომ გააქართულო,უკეთესი იქნებოდა. ჰა, რას იტყვი?
555 კარგია, ფლორე,"მერე რა, რომ იასამნისფერი ოთახები გამიხუნდა,""მხოლოდ სხვისი ბაღის იასამნებით ვტკბები"...
ჩემი მიკრძალებული აზრით, უცხო სიტყვები რომ გააქართულო,უკეთესი იქნებოდა. ჰა, რას იტყვი?
555
3. მე რომ გამიხუნდა იასამნისფერი ოთახი, გამოვცვალე :)
როგორი გასაგები იყო ჩემთვის ყველაფერი ამ ტექსტში.
მე რომ გამიხუნდა იასამნისფერი ოთახი, გამოვცვალე :)
როგორი გასაგები იყო ჩემთვის ყველაფერი ამ ტექსტში.
2. “ მერე რა, რომ მეც უფრი ხშირად უკვე, ვიდრე ხანდახან , მეზარება ცხოვრება.” <3 “ მერე რა, რომ მეც უფრი ხშირად უკვე, ვიდრე ხანდახან , მეზარება ცხოვრება.” <3
1. ამ წამს, აქვე დავწერე, რადგან ეს ისაა , რასაც ამ წამს ვფიქრობ და განვიცდი. ლექსის დაყოვნენა კაიაო, მარა ურაკი სწორედ ცოცხალ რეჟიმში გასაჯანსაღებელი სანატორიუმია ჩვენი შემოქმედებისათვის. მადლობა მათ , ვისაც ეყოფა მოტივაცია , საკუთარი აზრი არგუმენტირებულად დაააფიქსიროს. ლილიტის გასაგრძელებლას სწორი განზომილებები მაკლია. ასე რომ,კიდევ ცოტა ხანი აიტანეთ ჩემი ლექსები :) ამ წამს, აქვე დავწერე, რადგან ეს ისაა , რასაც ამ წამს ვფიქრობ და განვიცდი. ლექსის დაყოვნენა კაიაო, მარა ურაკი სწორედ ცოცხალ რეჟიმში გასაჯანსაღებელი სანატორიუმია ჩვენი შემოქმედებისათვის. მადლობა მათ , ვისაც ეყოფა მოტივაცია , საკუთარი აზრი არგუმენტირებულად დაააფიქსიროს. ლილიტის გასაგრძელებლას სწორი განზომილებები მაკლია. ასე რომ,კიდევ ცოტა ხანი აიტანეთ ჩემი ლექსები :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|