ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2021


* * *

ყელშია
ამდენი არ მოსვლის ნებართვა,
სიშორის ვერსია
ყელშია.
ან მოდი,
ან ისე წაბრძანდი გეთაყვა,
როგორაც
პოეტთა წესია,
მიისაკუთრე,
თავნებავ,
ვნება და ..
სიბრაზის,
სიგიჟის ლექსია ...
ყელშია
ამდენი
უსიტყვო მიყვარხარ,
ამდენი
ზღვისფერი
ღიაა,
ჩვენშია,
ყელშია გაფრენა,
ყელშია,
ყელშია,
ყელშია ამდენი, არ მოსვლის ნებართვა,
ან ისე მობრძანდი,
როგორაც წესია,
ან,
ფეხზე დაიკიდე წესები გეთაყვა,
ეს
შენი ლექსია,
ყელშია ბურთულა,
ბურთებით თამაში
ბავშვობას ემსგავსოს,
მობრძანდი, ქართულად,
რუსულად,
ერთბაშად,
ან ისე წაბრძანდი,
მოხვიდე ვერასდროს,
წერტილი,
მრავალი წერტილის წესია,
შენც გახსოვს,
გახსოვს თუ,
არ გახსოვს?
შენ გახსოვს,
გახსოვს თუ არ გახსოვს,
მე მახსოვს ზღვები რომ გემშია,
ჩემშია სუ ყველა პიკასო,
სულ ყველა ნახატი ჩემშია,
მობრძანდი არასდროს,
ოღონდაც ნუ მოხვალ,
უდროო მზის სხივის ვერსიად,
თორემ ეს სხივები გამათბობს,
როგორაც წესია.
ვიხსენებ არსებებს გესლიანს,
გესლიან ფიქრებთა მონაქსოვს,
შენ გახსოვს,
პეპლების გზებია,
ყვავების ბილიკებს მოათოვს,
და ჩემში საოცრად შრებიან,
გაქრობა ხომ უნდა მოასწრონ,
ღიმღამებია , წლებია,
შრებიან, დნებიან,

რა დრო,
რა დროა,
წასვლები მეტია,
მობრძანდი,
წასვლა
რომ
მოასწრო,
ძახილი
პოეტთა
წესია,
სიჩუმე -
ყველაფერს
რომ აწყობს,
ყელშია
ყელშია
ყელშია,
არა თუ
ვერა თუ
არასდროს,
მე
გირჩევ,
სიზმრების
ვერსიად,
და
ვყვირი,
არ მახსოვს,
არ მაცსოვს,
ყელშია ამდენი არ მოსვლის ნებართვა,
ყელშია,
ყელშია,
ყელშია,
მე, შენთვის, არ მოსვლა მემართა ,
არ მოსვლა,
გზაშია,
გეთაყვა,
მობრძანდი,
როგორაც
პოეტთა
წესია,
გათავდა.
გათენდა
გაწვიმდა,
ღამეა,
აგდია
ზეცაზე
ზღვა
გადარჩენამდე,
აღელდა,
ეს
ლექსი
ბოლოში
გათეთრდა,
მოსვლა
რომ
გავაფერადე,
გაწითლდა
ყოველი
დაბრუნდი,
თავბრუ თუ
დაგეხვა
შემინდე,
გათენდა,
გათნდა
მერწმუნე,
მე
შენში
ჩემი
მე
გავქურდე ,
ჩემში
რომ
გეძებნა
შენი მე.
და თუ
დრო
ასეთ დროს გაჩუმდეს,
შემინდე,
შემინდე,
შემინდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები