ზენარე, გული არ ოკდება! შენს იქით მზე არის ზენარი. მიწა წამიღებს, რომ მოვკვდები, მიწა წამიღებს და მცენარე. აღარც დღე-ღამე დამოკლდება, მაინც ატირდები, ზენარე.
მიყვები ცხოვრების ნარატივებს. გული კი, მიგიწევს მინარეთს. და რადგან ყველაფერს ამარტივებ, ცრემლიც დაშრება და მდინარეც.
ზენარე, ლურჯი ზღაპრებია. შორს კი, მიწებია საუფლო. ხომალდს მივყვები, აფრებიანს, ალბატროსებთან ვსაუბრობ.
დავეძებ დაკარგულ ნავებს, ტივებს, ბოთლებს, დაწერილებს დამრეცად. უკანასკნელი პოეტივით- ქალაქში, მტვერში რომ დაეცა.
ზღვის ლურჯ ტალღებში ვიკარგებით. თეთრი, ნისლისფერი ხომალდით. გულზე დამაბნიე მიხაკები, უხმოდ მხარზე თავი მომადე.
ზენარე, გული არ ოკდება. შენს იქით მზე არის ზენარი. მიწა წამიღებს, რომ მოვკვდები, მიწა წამიღებს და მცენარე. აღარც დღე-ღამე დამოკლდება, მაინც ატირდები, ზენარე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჰო, <3 რა უნდა ვთქვა?! მუდამ გაკვირდებით, ამ პოეზიით წაღებულს, რომელი ლექსით გამოგრიყავთ. ჰო, <3 რა უნდა ვთქვა?! მუდამ გაკვირდებით, ამ პოეზიით წაღებულს, რომელი ლექსით გამოგრიყავთ.
6. ჰოი, რა კარგია! ჰოი, რა კარგია!
5. როგორ და მშვენივრად ჯონათან :)
მშვენივრად შეუძლია :) როგორ და მშვენივრად ჯონათან :)
მშვენივრად შეუძლია :)
3. კარგი ხარ, სხვა რაღა ვთქვა... კარგი ხარ, სხვა რაღა ვთქვა...
2. როგორ შეგიძლია ასე წერა, როგორ...
როგორ შეგიძლია ასე წერა, როგორ...
1. ამატირააა :())))) ++++((( ამატირააა :())))) ++++(((
|
|
მონაცემები არ არის |
|
|