 | ავტორი: დერვიში ჟანრი: იუმორისტული 9 აპრილი, 2021 |
თუ დაგიბლაგვდა მახათი, გადაიკითხე მაჰათმა. თუკი გაგიცვდა გიშერი, ბლიცი მოაწყე ფიშერთან. იყიდე ერთი ბატკანი ან ბიტკოინი გაყიდე, გადაიტანე ბოტკინი, გადმოიტანე მაგიდა. მიეც გლახაკთა საჭურჭლე, თავისუფლებას ემონე, დატოვე შენი ნაჭუჭი, ან უკეთესი-დემონი. ნუ ელოდები უარესს, გახსოვდეს, რარიგ გიყვარდა, ბატონი ფილიპ ნუარე და მადამ ანი ჟირარდო, დიდრო, ვოლტერი და რუსო, მონტესკიე და დეკარტი, კოლა და სანტა-კლაუსი, კოალა, მურთხი, გეპარდი, დე გოლი, ბუში, ჩერჩილი, გორბაჩოვი და ელცინი, ზაფხულის ღამე-უჩრჩილო, როცა მკვდარივით გეძინა, როცა მოგპარეს იდეა, როგორც ლუვრიდან-ჯოკონდა, ლიმა და მონტევიდეო, აირესი და ბოგოტა, კარაკასი და პორტ-სტენლი, კიტო და პარამარიბო, გოგონა-უსამოსელო, ცივი და მიუკარება, გახსოვდეს ყველა მათგანი, ვინც არ გაგწირა, დაგინდო... იყიდე ერთი ბატკანი ან ბიტკოინი გაყიდე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. In the world ლექსია :) In the world ლექსია :)
4. ამ ვიგინდარებთან თქვენი სახელი რა მოსატანია, თვარა მუხას ან დუბოვს სადმე მოვათავსებდი, არ გამიჭირდებოდა ეგ ამბავი :))) ამ ვიგინდარებთან თქვენი სახელი რა მოსატანია, თვარა მუხას ან დუბოვს სადმე მოვათავსებდი, არ გამიჭირდებოდა ეგ ამბავი :)))
3. მოკლედ ფიშერიო, დე დე გოლი, ბუში, ჩერჩილიო, გორბაჩოვი და ელცინიო ყველა, ყველა ჩამოგითვლია , მე რატომ გამომტოვე?! მოკლედ ფიშერიო, დე დე გოლი, ბუში, ჩერჩილიო, გორბაჩოვი და ელცინიო ყველა, ყველა ჩამოგითვლია , მე რატომ გამომტოვე?!
2. ბალახ-სამუმ-დერვიში ვარ და ფაზლებით ვკვდები ))) <3
ბალახ-სამუმ-დერვიში ვარ და ფაზლებით ვკვდები ))) <3
1. შენი ფაზლები თითქოს უთავბოლოა, მაგრამ საერთო სურათს რა მაგრად ქმნი <3
შენი ფაზლები თითქოს უთავბოლოა, მაგრამ საერთო სურათს რა მაგრად ქმნი <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|