ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2021


დიდგორი ...ცრემლი

ამდენი კუბო საქართველოს
ბეჭით მოჰქონდა.
მძიმედ მოჰქონდა, ნაცემს, მდუმარს
და თალხდროშიანს.
ვაიმე,როგორ მწარე არის
გულთან  ჭრილობა,
როცა, სულს შია.
ვაიმე, როგორ აგკუწეს და აგატიალეს,
გამაფხიზლეთ და  მიგეძინათ
ბრძოლით დამცხრალებს,
მო,  გადაშალე ეს ფურცელიც,
მემატიანევ,
სისიხლით გამძღარი.
ეს, მერამდენედ, მერამდენედ
უნდა გაგვთელონ,
წუთისოფელი მერამდენედ
მზაკვარობს,
მუხთლობს,
ბრალად გვედება  მაცხოვარი  და
საქართველო
რომ გვიყვარს    "უღვთოდ."
ბრმების გალობას  წყლულიანი
ფრთებით აიტანთ
საქართველოზე მოუყვებით ,
უფალს , მიგვრილნი,
ნეტა, მარგუნა  ასეთი გლოვა,
ამდენი ტიტა,
ასე სიკვდილი!
დიდგორის  ველი,ბედმა კიდევ
გამოგვატარა.
და გამარჯვების,თასი
  მაინც,,ცრემლით,
ავავსეთ.
ვით მოგიღერათ მზაკვრული ცელი,
ნეტა, სატანამ,
ასე ლამაზებს.
ქართული ჯიშის, კვლავ,
შეჰქმენით ერთი არაკი:
-სიკვდილი მღერით,
დედამიწას რომ გადაენთო.
საკურთხეველთან  შეიწირა -
წმინდა  ზვარაკი,
მოგვხედე, ღმერთო!
ფ.ნ.
10 აპრილი 1989

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები