| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 9 აპრილი, 2021 |
ცაზე ღრუბლები გაფანტა ქარმა, გამოჩნდა მზე და გაშალა სხივი, პირველი კოცნა მაჩუქა ქალმა, როცა ვაჩუქე მე გიშრის მძივი. ისეთი ნაზი იყო ის კოცნა, ვით ია ნორჩი გაზაფხულისა, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს მოცდა?! რომ ბინადარი გახდეს გულისა. მას დალალები უფრიალებდა, ვით იალქნები ქარში გემისა, ლურჯი თვალებიც უპრიალებდა, თვალს ვერა ვწყვეტდი მზერას მე მისას. მაჯაზე მისი ვიგრძენი პულსი, მეც გამალებით მიცემდა გული, ზამთარ მოხდილი ყოჩივარდივით, შემოიჭრა და აყვავდა სულში. ვღელავდი ჯერაც ვერ მოვდიოდი, მისი მზერისგან უთუოდ გონზე, მისი შეხებით და ნაზი კოცნით, აღარც მიკვირდა ყველაფრის ფონზე. ახლა ნამდვილად შემესხა ფრთები, მე სიყვარული რადგან მეწვია, ხელი ჩამკიდე დავლაშქროთ მთები, ვიფრინოთ ცაში როგორც ბზეწვია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ოლიმპიელი- გასაგებია შენიშვნა მადლობა! კი ბატონო მასეც შეიძლებოდა ❤️ ოლიმპიელი- გასაგებია შენიშვნა მადლობა! კი ბატონო მასეც შეიძლებოდა ❤️
3. განცდა გასაგებია. ლექსი კი დასახვეწი. ბოლო სტრიქონი ასე ხო არ აჯობებს ,, ვიფრინოთ ცაში, ჩემო მზეწვია" განცდა გასაგებია. ლექსი კი დასახვეწი. ბოლო სტრიქონი ასე ხო არ აჯობებს ,, ვიფრინოთ ცაში, ჩემო მზეწვია"
2. ტინნე - ბზეწვია არის, ბეღურასნაირთა რიგის პატარა ფრინველი. ტინნე - ბზეწვია არის, ბეღურასნაირთა რიგის პატარა ფრინველი.
1. ზამთარმოხდილი ყოჩივარდა რა კარგია!, მაგრამ ბზეწვია რა არის პირველად გავიგე?! ზამთარმოხდილი ყოჩივარდა რა კარგია!, მაგრამ ბზეწვია რა არის პირველად გავიგე?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|