მინელდა ჩიტების გალობა ტყეში და ჩვენს შორის ლურჯი საღამო ჩამოწვა. რამდენი რამის თქმა მსურდა შენთვის, მაგრამ სოფელი ბინდმა დაფარა.
თეთრი ნისლი და ღამის ჩრდილები, დადუმებული გზატკეცილები, ძლივს მბჟუტავი სინათლეები. მშორდები, ვხედავ უჩინარდები ყრუ ფოთლების ბნელ შრიალში, ქარით რომ უყვართ თურმე თამაში, მე კი ძახილიც არ შემიძლია და თან ვერაფრით ვივსებ დანაკლისს, არადა რამდენ რამეს გეტყოდი, რომ ბედი ავად არ მომქცეოდა, გამოგდებული ამ ქვეყანაში.
ამ ხმაურში, გიჟთა ფერხულში, გაშეშებულ, შემზარავ სახეთა შორის. კბილთა ღრჭენაში, სიცილ-ტირილში, გაუგებარ შეძახილებში, სისხლში, ოფლში, ძვლებში, სპერმაში.
მარტო ვდგავარ და ძახილიც არ შემიძლია, არადა მსურდა მეთქვა რა მქვია, რა არის ჩემი სახელი.
მაგრამ სოფელი ნისლმა დაფარა მინელდა ჩიტების გალობა ტყეში და ჩვენს შორის ლურჯი საღამო ჩამოწვა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დურმიშხანი, დურმიშხანი ტაბატაძე. ხახ "მაინცდამაინც რომ არ გამოვიდა" ძნელია უარვყო, ხოლო თემას რაც შეეხება-არ მჯერა რომ თემა ცვდება. ალბათ ის რომ გაცვეთილი გეჩვენებათ ავტორის ბრალია. დურმიშხანი, დურმიშხანი ტაბატაძე. ხახ "მაინცდამაინც რომ არ გამოვიდა" ძნელია უარვყო, ხოლო თემას რაც შეეხება-არ მჯერა რომ თემა ცვდება. ალბათ ის რომ გაცვეთილი გეჩვენებათ ავტორის ბრალია.
1. ჩემთვის ცოტა გაცვეთილი თემაა. გადმოცემის სტილი მცდელობას გავს, რომელიც მაინცდამაინც არ გამოვიდა. მაგრამ მჯერა იტყვის ერათხელაც თავის სახელს ეს ავტორი :) ჩემთვის ცოტა გაცვეთილი თემაა. გადმოცემის სტილი მცდელობას გავს, რომელიც მაინცდამაინც არ გამოვიდა. მაგრამ მჯერა იტყვის ერათხელაც თავის სახელს ეს ავტორი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|