ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ედემ ლაკადელი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2021


მე პოეტი ვეღარ მიცნეს

ღმერთო ჩემო მარტოობით
ვგრძნობ რომ მელის ტრაგედია
მე პოეტი ვეღარ მიცვნეს
არც ვინმე მყავს გამგებია.
ცბიერ ღიმილს მაგებებენ
გული ქვით აქვთ ნაგებია
სიკეთის ძებნით დავიღალე
დრო ოცნების წამგებია.
პოეტს ცოცხლად რად მარხავენ
ცრემლის ტალღა დამდენია
ღმერთო ლოცვით ამაშორე
ტკივილი და ტრაგედია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები