ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ედემ ლაკადელი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2021


თვითონ ლექსები ელანდებოდა

იტყვიან ერთდროს არსებობდაო
დადიოდაო? ის თეთრი ქუდით,
მისგან ლექსები ნაბუტბუტევი,
ცაში მიჰქონდათ მტრედების უბით.
იყო არსობის ერთი წერტილი.
სიჩუმე, იყო თეთრი და მუნჯი,
თვით ანგელოზმა, ფრთები შეისხა
ზეცა მოხატა, ლექსებმა ფუნჯით,
დრო იტყვის, რომ დადიოდა,
თეთრად მოსილი ის თეთრი ქუდით,
თვითონ ლექსები ელანდებოდა
როს ანგელოზთა, გალობდა გუნდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები