ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2021


  ჩამოტვირთვა

თუ კი ვერ დაგივიწყებ

თუ კი ვერ დაგივიწყებ
ადიდდება ჭოროხი
გაბერწდება სიტყვები
სულიერი ობლობით.

თუ კი ვერ დაგივიწყებ,
შეისმება სტრიხნინი,
-მტერი გამოგეცლება,
შეიჭმება კონიო.

თუ კი ვერ დაგივიწყებ
თუ კი ვერ დაგივიწყებ
თუ კი ვერ დაგივიწყებ
ნეტა შენ თუ იფიქრებ,
ცოტას მაინც იფიქრებ
ამ ნაშიშვრალ სხეულზე,
ამ ტანგაცდილ გრძნობებზე,
ამოხეთქილ ვნებებზე?!
შენ თუ ოდნავ იფიქრებ,
შენ თუ არ დანებდები,
ცხოვრების რიგ წესებს და
დოგმატურ შენს ხედვებს და
დღიურ ვალდებულებებს,
დღიურ მოვალეობებს,
შენ თუ ოდნავ დააღწევ
შენს ყოფიერ საათებს,
წამით მაინც იფიქრებ,
წამით თუ დამაფასებ...

მე ხომ ვერ დაგივიწყებ,
მე ხომ ვერ შეგელევი,
შენს ხმის ტემბრს ვატრიალებ
გაფუჭებულ გრამაფონს,
მე სულ ვერ დაგივიწყებ
მე სულ ვერ მომეშვები,
ვერ ვინელებ ძარღვებში
თრომბად ჩამწყდარ სიყვარულს!
ნეტა თუ მეშველება,
ნეტა თუ გადავრჩები,
ჩემს შვილს სახელს დავარქმევ
ჩემს შვილს ვეალერსები,
ჩემს შვილს დავუანდერძებ
ლექსებს , სიტყვებს, წერტილებს.
მე თუ ვერ დაგივიწყებ,
მე თუ ვერ შეგელევი,
იქნებ ერთხელ სულ ერთ წამს,
იქნებ შენც გამიხსენო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს