 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 12 აპრილი, 2021 |
წარმოიდგინეთ, ღამის კოშმარი: გძინავს, მაგრამ ვერ ხვდები, რომ გესიზმრება... თმაში ვიღაც გიცურებს თითებს, ცივ და საზარელ თითებს, უშნო თითებს, საშიშ თითებს, უსიამოვნო თითებს. გინდა იყვირო, მაგრამ ყელში უდაბნოსებური სიმშრალე გაქვს, ლუღლუღებ, ოხრავ, წრიალებ, თითები ქუთუთოებამდე იწელებიან... გიოფლიანდება კეფა, გიხურს, შეიძლება ნათურასავით გადაიწვა... გიორგი... გიორგი.... შვილო... გაიღვიძე... შორიდან გესმის ხმა... თითქოს თითები უკან იწყებენ მოძრაობას... გიორგი... ხმა უფრო მძაფრდება... გიორგი... რამდენიმე წამში ხმა ქრება, უკანასკნელ იმედსაც ჰკარგავ გადარჩენის და... ....შუბლზე ხელი გეხება, მაგრამ ეს სხვა ხელია. თბილი ხელი... სანდო ხელი... მზრუნველი ხელი... გაღვიძებს დედა. -როგორ შემაშინე, შვილო, ცუდი სიზმარი ნახე? -არ მახსოვს, შენ მეძახოდი? -ხო, მივხვდი, რომ კოშმარი გესიზმრებოდა, შველას ითხოვდი და ხმას ვერ მაწვდენდი. წყალი მოგიტანო? -არა, მადლობა, დედა. -მშვიდად იძინე, შვილო. -შენც, დედა. -------------------------- ძილის შეტრიალებამდე გახსენდება: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ „მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება“
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ვაახ, მადლობა, ვანანო, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ! <3 ვაახ, მადლობა, ვანანო, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ! <3
2. ყოველ ჯერზე, მგონია თქვენი ცხოვრების ახალ ფურცელს ვშლი, თანაც ასე საინტერესოს. მადლობა. 5 ყოველ ჯერზე, მგონია თქვენი ცხოვრების ახალ ფურცელს ვშლი, თანაც ასე საინტერესოს. მადლობა. 5
1. აქა დერვიშის მეასე ტექსტი, გაგარინის კოსმოსში გაფრენის დღის, დამბლის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საწყისი დღეების შეხსენებისთვისაც :)
აქა დერვიშის მეასე ტექსტი, გაგარინის კოსმოსში გაფრენის დღის, დამბლის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საწყისი დღეების შეხსენებისთვისაც :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|