ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
12 აპრილი, 2021


Сергей Есенин - Вот оно, глупое счастье

სერგეი ესენინი - ბედნიერება უგნური

  ბედნიერება უგნური -
  თეთრ შუშაბანდით ბაღჩაში,
  ალისფერ გედად გუბურში
  ცურავს მიმწუხრი ჩახჩახით.

  სალამი, ოქროს სიწყნარევ,
  წყალზე არყის ხის აჩრდილით!
  მწუხრის ლოცვა აქვთ ჭილყვავებს,
  მთიებს ხვდებიან ჩხავილით.

  შორი-ახლოდან ბაღნარის,
  იქ, სადაც ყვავის ძახველი, 
  მღერის ასული ნარნარით,
  მოსილი თეთრი საცმელით.

  იშლება ლურჯფერ ხალენად
  და სიგრილეს ჰფენს საღამო...
  უგნურო, ტკბილო დალხენავ,
  ქორფა ღაწვების ღაჟღაჟო!
   
  12 აპრილი, 2021 წ.



Сергей Есенин -  Вот оно, глупое счастье


Вот оно, глупое счастье
С белыми окнами в сад!
По пруду лебедем красным
Плавает тихий закат.

Здравствуй, златое затишье,
С тенью березы в воде!
Галочья стая на крыше
Служит вечерню звезде.

Где-то за садом несмело,
Там, где калина цветет,
Нежная девушка в белом
Нежную песню поет.

Стелется синею рясой
С поля ночной холодок...
Глупое, милое счастье,
Свежая розовость щек!

    1918 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები