ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2021


სარკის წინ

გადავლილი და გადმოვლილი,
კერიიდან- გაძევებულ-გამოყრილი,
ბევრი ნაწყენი და ცოტაც, გაბუტული.
საძულველი,მახინჯი,წაშლილი.
ყველასგან  უარყოფილი,  შელანძღული,
უსახსრო ,უარაფრო და ქვრივი,
თავში ჩარტყმული,სულსჩაფურთხებული,
არც ცოლი,  ვერც, დედა, არც, შვილი.
შეჩვენებული და წყეული
აღარც პოეტი,და არც  მკურნალი,
არაფრისმქმნელი, ვერცგამჩუქებელი,
განდევნილი, სულდანგრეული
ვერც გამსესხებელი, ვერც  ვალისგადამხდელი.
  ყბედი,    ბოგანო  და უმგვანი ,
უფრთო და ზეცისკენ მზირალი,
  სამშობლოწართმეული და  გაყიდული,
  ცრემლმდინარი, თან, სულელივით მღიმარი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები