ნაწარმოებები



ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2021


გრეტა ოტო, ანუ როცა ეკლესიის ზარები რეკენ ანგელოზებს ფრთები უჩნდებათ (I ნაწილი)

             
ვერცხლის ქუჩიდან  ავლაბრამდე  რა უნდა,  მეტეხის ხიდი და უცებ  მივალ.  მთელ მსოფლიოში  და თბილისშიც  და ავლაბარშიც  კოვიდი  გრეტა  ოტო, ანუ როცა ზარები რეკენ ანგელოზებს ფრთები უჩნდება 
            (  I    ნაწილი) 
ვერცხლის ქუჩიდან  ავლაბრამდე  რა უნდა,  მეტეხის ხიდი და უცებ  მივალ.  მთელ მსოფლიოში  და თბილისშიც      კოვიდი  ბობოქრობს.  ლოკდაუნია,  ცხრამდე სახლში    უნდა დავბრუნდე.  ავლაბარში  გურული    ძმაკაცი მყავს,  მხატვარი,      მირეკავს,  ამინისტია  მაქვს ცოლ-შვილი  სიმამრმა  წაიყვანა  სიდედრთან  და  ცხრამდე არ მოვლენ,  ხო იცი ვერსად ვერ წავალთ,  ყველაფერი მიკეტილია, შენთან  შარაფი  მომენატრა,    იაპონური ხურმის  გურული  ოტკა მაქვს,  უშენოდ არ  მინდა  გავსინჯო,  ვირუსის ჯინაზე მოვცხოთო.  ეს  ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით  მიაყარა პულიმიოტივით.    რა წამოვიღო-მეთქი.  კოვიდი არ წამოიღო, დანარჩენი ყველაფერიო.  მართლა, შემთხვევით    კოვიდი  რომ მოგიტანო,  არ  გეშინია-მეთქი. კაი თუ ძმა ხარ, შენ ისე სწრაფად დადიხარ,  ეს    დებილი ვირუსი რას დაგეწევა, მაგრამ წამოსვლამდე მაინც სიცხე გაისინჯე, პატარ ბავშვია  ოჯახშიო. 
ადრე  რომ ვინმეს  ეთქვა, სანამ  ჩემთან მოხვალ სიცხე გაისინჯეო,  იმასთან,  გინდა ასი წლის ძმაკაცი ყოფილიყო, რას მივიდოდი,      მაგრამ  ახლა , როგორც ტელევიზიები  და პოლიტიკოსები ამბობენ  სხვა რეალობაა. სიცხე გავისინჯე,  ძლივს გათბა    გრადუსი.  ოცდათხუთმეტი და ცხრა ხაზი.  რაღა აკლია ოცდათექვსმეტს, მაგრამ  ხომ არ მოვატყუებ ძმაკაცს,  ოცდათხუთმეტი და ცხრა მაქვს-მეთქი.  ცოტა ხნით ჩუმად იყო.  მერე მეუბნება:
- ვის ატყუებ  შენ?
-   ვაჰ, კაცო,  რას გატყუებ?!
-   ან მატყუებ ანაც საიქიოდან მელაპარაკები!    თუმცა მათემატიკის მასწავლებელი სრული დებილი ვეგონე, იმდენი მათემატიკა კი ვიცი, რომ ოცდათხუთმეტი და ცხრა  ორმოცდაოთხია,  ასეთი  ტემპერატურა ალბათ  ჯოჯოხეთში აქვთ და ასეთი რა მიქარე?!
- . გიჟი ხარ, რა  ორმოცდაოთხი?  ოცდათხუთმეტი და ცხრა  ხაზია, ოცდათექვსმეტიც არ მაქვს!
გაჩერდა ცოტა ხანი,  მერე,  აბა გჭირდება შენ ოტკა, მოი,  ჩქარაო -  ხმაზე შეეტყო, გაუხარდა.     
ძმაკაცი  ავლაბრის მეტროს  უკან  უსაშველოდ გრძელი    კორპუსი რომ არის  იქ  ცხოვრობს.      საინტერესოა ეს იაპონური ხურმის  ოტკა  მეიდ  ინ გურია -    ეგზოტიკაა პრაქტიკულად.  ვიცი, რომ თვითონ იაპონელები  ბრინჯის არაყს, საკეს  ამზადებენ - გასინჯვით არ გამოსონჯავს,  როგორც ამბობენ საკმაოდ ძვირია.  ბრინჯის ოტკაზე ნაკლები რატო უნდა იყოს ხურმის ოტკა?  ნეტა იაპონური ხურმა რატო ქვია, ალბათ  იაპონიაშია.  თუ მართლა იაპონური ხურმაა,  კაი რომ იყოს  იაპონელები ხურმის არაყსაც  ხო დაამზადებდნენ.  ზევით რომ არიან, ორი იმდენი ქვეით არიან, მაგათ არყის გამოხდაში აჯობებდი?  თუმცა მივდივარ მაინც. მარტო ოტკაშიც ხომ არ არი საქმე?  ახალ რაღაცას  მეტყვის აუცილებლად.  წვეტიანი აზრების ბუდეა. მაინტერესებს  გაარკვია წარბების ამბავი თუ არა.    ამას წინათ მეუბნება, წვერი რომ იზრდება,  წარბები რატომ არ იზრდებაო. ალბათ იზრდება-მეთქი.  იცინის, არ მითხრა ახლა რომ წარბებს იქნიო.  იქნი რა არის-მეთქი.  აი ცოლი  რომ გეყოლება, გაიგებო. 
ჩავყევი ლესელიძის ქუჩას, ახლა კოტე აფხაზის ქუჩაა, ორივე გენერალი იყო, ერთი საბჭოთა,  მეორე თავისუფალის  საქართველოს.  საბოლოოდ  თავისუფალი საქართველოს გენერალმა აჯობა,  იმედია ასევე დარჩება. 
        ხიდზე    გადავედი და  მეტეხთან რომ ავუხვიე ზემოდან გოგო მორბოდა.    ლამის  დამეჯახა.  მე ხო ადამიანებს დროებად ვხედავ,  გაზაფხულივით  გოგო  იყო, ალბათ სკოლის მოსწავლე. უცებ  აგული  ერისთავის ფრაზა მახსენდება, მე ამისგან გავაკეთებ გაზაფხულს,  არადა    პირბადით იყო, თხელი  საზამთრო კურტკა და ჩალის  ღერებივით  წვრილი  ფეხები ჰქონდა.    უცებ მომინდა ეს გოგო დამეხატა.  არ ვიცი ჩემი ფიქრი გაიგო იქნებ, ჩემსკენ მორბის და მეკითხება.
-   უკაცრავად,    გრეტა  ოტო        ხომ    არ დაგინახავთ?! 
- ერთი, გოგონა დააზუსტეთ,  გრეტა  თუ ოტო?
- ერთი და იგივეა! 
- არ ვიცი არც გრეტა და არც ოტო!
- აბა რას მეკითხებოდით?  -  ლამის ჩხუბი  დამიწყო,  თითქოს პირველი  მე დავუწყე გამოკითხვა.  სიმართლე  რომ ვთქვათ მთლად ზრდილობიანად არ გამუვიდა, მაგრამ ვაპატიე  ალბათ უცხოელი სტუმრები ჰყავს და დაეკარგა,  -  ვფიქრობ.  თუმცა უცხოელი სტუმრები საიდან ჩამოვიდოდნენ,  ფრენები არ არის. ალბათ  ადრე ჩამოფრინდნენ...     
-   ნუ გეშინიათ,  არ დაგეკარგებათ, მისმართი ხო იციან, პატრული ნახავს და  მოგიყვანთ! 
- როგორ მომიყვანს,      პეპელაა!
  პირველი რაც გამიელვა თავში  ვალიკო მიზანდარი გამახსენდა,    ვერტალიოტით  რომ ძროხები  გადაჰყავს.  რა პეპელა, რის პეპელა,  რა  გრეტა გარბო,  თუ  გრეტა ოტო  თან ამ ზამთარში,        გიჟია ვიღაცა.  ვაჰ, კაცო გიჟები  მაკლდა,  წადი შვილო,    ვის დაჰკარგვიხარ -  გაესინჯე და იმკურნალე,  ამას რათქმა უნდა ისე ჩემთვის ვფიქრობ, კიდე კარგი არ იციან ფემინისტებმა რას ვფიქრობ  -  ლინჩის წესით გასამართლება არ ამცდებოდა.    გოგონამ ცეცხლზე ცეცხლის ფასის  ბენზინი  გადმომიქცია -    თავს მოვიკლავი ის პეპელა  რომ დავკარგოო.  ხო ვფიქრობდი  რა, გიჟია. 
- იცი, გოგონი,  თუ თავს იკლავ რაიმე უფრო ღირებული  უნდა აირჩიო მიზეზად. პეპელა,  გინდაც გრეტა  გარბო იყოს ამად არ ღირს?
-     მე გოგონი არ ვარ,  თან გრეტა  გარბო  კი არა  გრეტა ოტო!
-   გინდაც გრეტა ოტო, მაგრამ გოგონი რატომ გეწყინათ,  ალბათ მერვე კლასში ხართ!
-   მერვე კლასში როდის ვიყავი დამავიწყდა, უნივერსიტეტს ვამთავრებ და სადიპლომო ნაშრომი ზუსტად პეპლებზეა...   
- უი,  მე კი პატრულისთვის დარეკვას ვაპირებდი, ბავშვი დაიკარგა-მეთქი!
თითქოს ხუმრობა ვცადე.  მგონი საერთოდ არ  გაუგონია რა ვთქვი. 
- ვინმემ  იცის,    ეს პეპელა  ჩემთვის რას ნიშნავს,    ვერ მოვასწარი  ტელეფონით  გადაღება, ნამდვილად ის იყო  არადა მხოლოდ არგენტინაში და მექსიკაშია გავრცელებული და აქ როგორ აღმოჩნდა?! ალბათ არც არავინ დამიჯერებს,  თბილისში  რომ გრეტა  ოტო ვნახე, ეს რა საშინელი დღე გამითენდა! 
არ ვიცი ამას მე მეუბნებოდა  თუ თავისთვის ამბობდა, იმიტომ რომ ჩემსკენ არ იყურებოდა და  უმწეო მზერას აქეთ-იქეთ  დაატარებდა,  ალბათ  იმ გრეტა ოტოს ეძებდა ისევ.
      ტელეფონი რეკავს.  ჩემი ძმაკაცია სად ხარ,  კვერცხს ვწვავ და მალე მოდი, ხო იცი შემწვარი კვერცხი თოხლოდ როგორ უხდება ოტკასო.  დღეს რა დღე გამითენდა,  პირველად გავიგე  რომ თოხლოდ შემწვარი კვერცხი უხდება არაყს და რაღაც კვერცხობა პეპელა, რომელსაც    გრეტა ოტო  ქვია.      მეტეხთან ვარ აღმართზე    ფანჯრიდან გადმოიხედე გრეტა ოტოს ხო ვერ  ხედავ-მეთქი.  გრეტა ოტო ვონ არის, მესამე კვერცხიც შევწვაო -  მეკითხება. არა, რა კვერცხი,  პეპელაა-მეთქი.    ცოტა ხანი ჩუმად იყო,  უკვე მეორედ,  მერე მეუბნება:
- ისა და, თერმომეტრი  გაფუჭებული  ხომ არ იყო?
-   არა!
- მართალს ჩივი?
- არაფერს არ ვჩივი, სიმართლეს გეუბნები, დასტურ!
-   აბა რა პეპელა აგიტყდა, მოდი,  მოდი, ისეთი ოტკაა პეპლები და ჩიტები მერე ნახე შენ! 
          ამასობაში ვხედავ  გოგოდ გადაქცეული გოგონა-გაზაფხული  მეტეხის ხიდზეა    და  მეორე ნაპირისკენ მირბის.    თავიდან  თითქოს შვება ვიგრძენი - კარგია,  რომ თავიდან მოვიშორე.  მერე  რაღაცნაირად  გულიც კი დამწყდა    და  ასე გულდაწყვეტილი აქეთ-იქეთ ვიხედები,  იქნებ    გრეტა  ოტო  დავინახო.

გარძელება იქნება ... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები