ნაწარმოებები



ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2021


ერთხელაც მიმღერე...

ერთხელაც მიმღერე სიდონია,
უფლის რჩეულო სიდონია,
ისე მიმღერე, დამიამდეს,
ვერგადალახული ტკივილები.
დრო ფულმა ნისლში გაახვია,
დახშული არის ყველა არე.
ცრემლად იღვრება დღეები და
ვეღარაფერი შევინახეთ.
ურთიერთობები გამქრალია,
ვგავართ მონადირე მშიერ ცხოველს.
ხალხში ვეძებდი ადამიანს,
ადამიანი ვერ ვიპოვნე...
ჩემო საყვარელო სიდონია,
ერთხელაც მიმღერე, გევედრები.
მსურს, რომ ზვარაკად შეიწიროს,
ღმერთმა სისხლიანი ეს ლექსები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები