ნაწარმოებები



ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
18 აპრილი, 2021


Иосиф Бродский - Не выходи из комнаты, не совершай ошибку...

იოსებ ბროდსკი - ოთახში დარჩი, გარეთ გასვლა არ  დააპირო

ოთახში დარჩი, გარეთ გასვლა არ დააპირო,
მზეზე რა გინდა, თუ ეწევი „შიპკა“ პაპიროსს?
კარს მიღმა აზრი არაფერს აქვს, თუა საჭირო,
მხოლოდ მცირე ხნით მიაშურე სათავნაპიროს!

ოთახში დარჩი, მანქანების გამომრიცხველი,
სივრცე წინკარით იწყება და ბოლოს მრიცხველით
სრულდება, ხოლო თუ შემოვა შენს საყუდელში
ტურფა - უყვირე და გააგდე ტანგაუხდელი.

ოთახში დარჩი, ჩათვალე რომ შეგხვდა ციება,
სკამზე, კედელზე ძვირფასია რამ საძიებლად?
რისთვის ღირს წასვლა ადგილიდან, სადაც ბინდბუნდში
კვლავ დაბრუნდები, მით უმეტეს - გადაბინტული?

ოთახში დარჩი, ბოსა-ნოვას ჰანგზე აცმუკდი,
ფეხზე ხამლით და შიშველ ტანზე პალტოჩაცმული,
მყრალი სუნი აქვს დერეფანში საცხს და გამაშებს,
იმდენი წერე, ერთი ასოც გადაამლაშებს.

ოთახში დარჩი, გარეგნობა შენი მიანდე,
ფარულ ერგო სუმს უნარჩუნებს ადამიანებს,
სანახაობა სუბსტანციის გამფლანგველია,
ჩაი გსურს გარეთ? ქუჩაბანდში საფრანგეთია?!

არ გასულელდე! მუდამ იყავ სხვისგან რჩეული,
გაერთე შენი საცხოვრისის ავეჯეულით,
კედელს შეერწყე, ჩაიკეტე ბარიკადებით
და ქრონოსს, ვირუსს, კოსმოსს, ეროსს ნუ მიაკვდები!

18 აპრილი, 2021 წ.



Иосиф Бродский - Не выходи из комнаты, не совершай ошибку...

Не выходи из комнаты, не совершай ошибку.
Зачем тебе Солнце, если ты куришь Шипку?
За дверью бессмысленно всё, особенно — возглас счастья.
Только в уборную — и сразу же возвращайся.

О, не выходи из комнаты, не вызывай мотора.
Потому что пространство сделано из коридора
и кончается счётчиком. А если войдёт живая
милка, пасть разевая, выгони не раздевая.

Не выходи из комнаты; считай, что тебя продуло.
Что интересней на свете стены и стула?
Зачем выходить оттуда, куда вернёшься вечером
таким же, каким ты был, тем более — изувеченным?

О, не выходи из комнаты. Танцуй, поймав, боссанову
в пальто на голое тело, в туфлях на босу ногу.
В прихожей пахнет капустой и мазью лыжной.
Ты написал много букв; ещё одна будет лишней.

Не выходи из комнаты. О, пускай только комната
догадывается, как ты выглядишь. И вообще инкогнито
эрго сум, как заметила форме в сердцах субстанция.
Не выходи из комнаты! На улице, чай, не Франция.

Не будь дураком! Будь тем, чем другие не были.
Не выходи из комнаты! То есть дай волю мебели,
слейся лицом с обоями. Запрись и забаррикадируйся
шкафом от хроноса, космоса, эроса, расы, вируса.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები