ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2021


* * *

რუსთაველის მეტროსთან ბიჭი ჰყიდდა ზამბახებს,
რუსთაველის მეტროსთან დღეს ვუცდიდი მეგობარს,
შოთას ძეგლი დაგვყურებდა მედიდურად, ამაყად,
მომერიდა ფასის კითხვა, ვიფიქრე არ მეყოფა
ფული-ზამბახებისათვის, იქვე, უხმოდ ვიდექი,
სიგარეტი ამოვიღე, თითქოს მის დასანახად...
ერთი კარგად ჩავისუნთქე, გავბედე და მივედი:
გამარჯობა, მეგობარო, რა ღირს შენი ზამბახი?
გაგიმარჯოს! გაეღიმა. ღმერთმა მოგცეს წყალობა.
გავუღიმე. მოვუკიდე სიგარეტს და მოვეშვი,
თითო ლარში იყიდება ზამბახები-ცალობით,
სიგარეტი კიდევ დაგრჩა? გადაგიცვლი ორ ღერში...
მითხრა, თავი ძირს დახარა, ისე შერცხვა შავთვალა
ბიჭს და ხელი ჯიბისაკენ ნერვიულად წაიღო,
სანთებელა ამოიღო, მე ხურდები დავთვალე,
სიგარეტიც გავუწოდე, აჰა, ჩემო ძამიკო,
თავდახრილმა გამომართვა სიგარეტი და მერე
ხურდაც უკან დამიბრუნა, როცა გონზე მოვიდა,
მოუკიდა. მოეშვა და შემსუბუქდა ჰაერი,
თითო ღერი მოვწიეთ და მეგობარიც მოვიდა...
ეს თქვენ!-უთხრა მეგობარს და მიაწოდა ზამბახი,
ფული გადახდილი არის, ნუ იდარდებთ, წამითაც!
შემდეგ იყო თვალის ჩაკვრა, შემდეგ, მკითხა საათი,
ჩემი წასვლის დროც მოსულა, თქვა ბიჭმა და წავიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები